ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2022 წლის 21 დეკემბერი დაბა ხარაგაული |
|
1. განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (არდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა თვეში არაუმეტეს 776 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ანაზღაურება საკრებულოს წევრს მიეცემა, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.
ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობისთვის,რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.
გ) საკრებულოს ფრაქციებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.
დ) ამომრჩეველებთან შეხვედრებისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შეხვედრის დამადასტურებელი ოქმით.
3. საკრებულოს წევრს, ამ დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა შეუმცირდეს 5%-ით, ხოლო თუ საკრებულოს წევრი ამ დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ „ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს არცერთ მოთხოვნას ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხა არ მიეცემა.
4. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამ მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები, როგორც წესი, ყოველი თვის 15 რიცხვში.
(თუ შესაბამისი თვის 15 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითთებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული მოხსენებითი ბარათის წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი მოხსენებითი ბარათის წარდგენის დღემდე და თანდართული უნდა ჰქონდეს ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმი, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით.
5. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
6. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრების საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე–16 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა (თან ერთვის).
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს N 33 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნივიპალიტეტის საკრებულოს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 25/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.128.016234).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე
დანართიმუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით“.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 21.12.2022. მიმღები ორგანო — ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №33. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.128.016480.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 19.12.2025-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №33, 21.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016480 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5653737/