2014 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
მიღების თარიღი 17.10.2014
ძალაში შესვლა 20.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010220010.11.004.016029
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/10/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2020 წლის გამოშვების 50 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე 2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე 2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე 2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე 2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
2014 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №8
2014 წლის 17 ოქტომბერი
ქ.თბილისი
2014 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის
ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „ი” ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1🔗
2014 წლის 20 ოქტომბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2014 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალება 2012 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტის იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2014“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმოწერის ცვლილების გათვალისწინებით.
მუხლი 2🔗
2014 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.
მუხლი 3🔗
საქართველოს ტერიტორიაზე 2014 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 20 ოქტომბრიდან.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე