ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.10.2014
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 330100010.35.167.016170
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,291 სიტყვა · ~6 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (14)
აღდგენა
ღონისძიება, რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა.
მუხლი 2
გადაბელვა
სპეციალური ჭრისას მწვანე ნარგავების ტოტების შეჭრა.
მუხლი 2
გაშენება
იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები.
მუხლი 2
დაინტერესებული პირი
ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.
მუხლი 2
კორომი
მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი.
მუხლი 2
მწვანე ნარგავები
მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები.
მუხლი 2
მცენარის სახეობა
მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.
მუხლი 2
მოსაჭრელი ხეების უბანი
განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხის დამზადება.
მუხლი 2
მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა
მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში– აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
მუხლი 2
მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა
ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების აღრიცხვა, მონიშვნა და აღრიცხვის უწყისის შედგენა.
მუხლი 2
ნარჩენი
ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.
მუხლი 2
ნერგი
სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის მცენარე.
მუხლი 2
სანერგე
ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი.
მუხლი 2
ჭრა
მწვანე ნარგავების სპეციალური მიზნით ჭრა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (3)
1 2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ხის № მერქნიანი სახეობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.01.2016 ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 20.04.2015 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 22.01.2016 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 11.03.2015 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.03.2021

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №58 2014 წლის 16 ოქტომბერი ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ         საქართველოს ორგანული კანონის    ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:    მუხლი 1🔗. დამტკიცდეს   „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი“  დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗. დამტკიცდეს  „მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი“  დანართი №2-ის შესაბამისად.         მუხლი 3🔗. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე დანართი №1     ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი თავი I. ზოგადი დებულებები  მუხლი 1🔗. წესის მიზანი  1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის (შემდგომში „წესი“) მიზანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მის საკუთრებაში არსებული, მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის  აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.  2. წესი განსაზღვრავს: ა) მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესს; ბ) მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფის და ხეების მონიშვნის წესს; გ) მოსაჭრელი მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს; დ) ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-მასალის განკარგვის წესს. 3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.           მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება     1. აღდგენა – ღონისძიება, რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა.     2. გადაბელვა – სპეციალური ჭრისას მწვანე ნარგავების ტოტების შეჭრა.     3.  გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები.     4. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.     5. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი.     6.   მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები.     7.  მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.     8. მოსაჭრელი ხეების უბანი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხის დამზადება.     9. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში– აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.    10. მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების აღრიცხვა, მონიშვნა და აღრიცხვის უწყისის შედგენა.     11.  ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.     12.  ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის მცენარე.    13.  სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი.    14.  ჭრა – მწვანე ნარგავების სპეციალური მიზნით ჭრა. თავი II. ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები  მუხლი 3🔗. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები   1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) დაინტერესებული პირების განცხადებები მუნიციპალიტეტში; ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.   2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა.    3. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია: ა) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა; ბ) სპეციალური ჭრების განხორციელება.           მუხლი 4🔗. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა    1. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის,  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.   2.  დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის,  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.   3. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას.   4. აღდგენას ექვემდებარება: ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები; ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას; გ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას.  მუხლი 5🔗. აღდგენისა და გაშენების ფორმები   1. აღდგენის ფორმებია: ა) ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა; ბ) აღდგენა თესვით; გ) აღდგენა დარგვით.   2. გაშენების ფორმებია: ა) გაშენება ნერგების დარგვით; ბ) გაშენება თესვით.   3. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმები შეირჩევა ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე.   4. მწვანე ნარგავების იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შესაძლებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის გზით მწვანე ნარგავების აღდგენას.  მუხლი 6🔗. განსაკუთრებული მოთხოვნები მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების განხორციელებისას   1. მცენარეთა სახეობების შერჩევასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით.   2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისათვის.   3. სანერგეში სარგავი მასალის აღსაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა გასამწვანებელი ფართობების და სანერგის ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესაბამისად.   4.  არაენდემური მცენარეების გაშენებისათვის (ინტროდუქცია) მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივ-კლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე.   5. აღდგენილი და/ან გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება აღდგენის პროექტით.   6. აკრძალულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების ან/და  მათი ნაწილების გამოყენება მწვანე ნარგავების აღდგენის მიზნით. მუხლი 7🔗. სპეციალური ჭრა   1. სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის: ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის; ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისა ან რეაბილიტაციისათვის; გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან აცილებისათვის; დ) შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის; ე) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას.   2. სპეციალური ჭრა ხორციელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნისას.   3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.  მუხლი 8🔗. სპეციალური ჭრის განხორციელება   1. სპეციალური ჭრა შეიძლება განხორციელდეს: ა) მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნით; ბ) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნით.    2. მოსაჭრელი ხეების მოჭრა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სახეებით: ა) პირწმინდა ჭრით – გამოყოფილ უბანზე მონიშნული ხეების პირწმინდა ჭრა, მოსაჭრელი ხეების ოდენობის მიხედვით; ბ) ძირობრივი ჭრით – ზეზემდგომი ხეების მოჭრით აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მ-მდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.    3. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება თითოეულ მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ.     4. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სასახურში, ხოლო მეორე ეგზემპლარი  ჭრის განმახორციელებელ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთან.    5. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც აღრიცხვის უწყისში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი აღრიცხვის უწყისის საფუძველზე.  მუხლი 9🔗.  მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა   1. მოსაჭრელი ხეების უბანი ინიშნება  ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.   2. მოსაჭრელი ხეების უბანზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2  პუნქტით განსაზღვრული ჭრა ან ხეების გადაბელვა. მუხლი 10🔗. მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნა   1. ხეები ერთეულად ინიშნება   ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.   2. მოსაჭრელი ხეების უბანზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჭრა ან ხეების გადაბელვა. მუხლი 11🔗. მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა   1.  სპეციალური ჭრის განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ამოღება-გადარგვას დაქვემდებარებული ხეების გადარგვა.      2. ხეების გადარგვა ხორციელდება  ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის,  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე.   მუხლი 12🔗.  მოვლის შედეგად  მოპოვებული მწვანე ნარგავების განკარგვა   1. ჭრების შედეგად მოპოვებული მწვანე ნარგავები აღირიცხება მუნიციპალიტეტის ბალანსზე და   წარმოადგენს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.   2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები  ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება დასაწყობდეს საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.   3. მუნიციპალიტეტის გამგეობას  უფლება აქვს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები საშეშე მერქნად, მიღება-ჩაბარების  აქტის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცეს იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.   4. ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-მასალის გადაცემისას, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. თავი III.  მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება      მუხლი 13🔗.  მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება   1.  მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი (დანართი №2) დგება მოსაჭრელი ხეების  აღრიცხვის, მონიშვნის, რაოდენობისა და მოცულობის განსაზღვრისათვის.    2.  აღრიცხვის უწყისს ადგენს  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური.    3.  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური ითანხმებს სპეციალური ჭრის განხორციელებისათვის, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილ აღრიცხვის უწყისს.   4.  ჭრა ხორციელდება მხოლოდ აღრიცხვის უწყისის შედგენის შემდგომ. დანართი №2     მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი      ლაგოდეხი  მუნიციპალიტეტის   ----------------------------------------------------------------------- (დასახლება)        ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ჭრის საფუძველი)     ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ფართობი და რაოდენობა)      სიმაღლის თანრიგი  ----------    ჭრის სახე  -------------------  აღრიცხვის მეთოდი -------------------      მოსაჭრელი ხეების კოორდინატები ---------------------------------------------------------------------- ხის № მერქნიანი სახეობა დიამეტრი სმ სულ ხის მოცულობა, კბმ შენიშვნა 1 2 3 4 5 სულ: აღრიცხვის უწყისის შემდგენი ---------------------------------------------------------------                           აღრიცხვის უწყისის შედგენის თარიღი ---------------------------------------------------                                                      აღრიცხვის უწყისის შეთანხმებაზე  პასუხისმგებელი -----------------------------------   ბ.ა.