იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა 2014-2015 წლების ზამთრის სეზონში სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სოციალური დახმარების შესახებ
მიღების თარიღი 09.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1846
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017840
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.10.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიების შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ცალკეულ ღონისძიებათა შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით
გასატარებელი ღონისძიების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა 2014-2015 წლების ზამთრის სეზონში სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სოციალური დახმარების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.highlight {}
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1846
2014 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა 2014-2015 წლების ზამთრის სეზონში სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სოციალური დახმარების შესახებ
1. 2014-2015 წლების ზამთრის სეზონში სათბობი საშუალებებით (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) უზრუნველყოფილ იქნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ის ოჯახები, რომლებიც 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულნი არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათი სარეიტინგო ქულა არის 70 001-ზე ნაკლები.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოჯახები, 2014-2015 წლების ზამთრის სეზონში სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფისათვის, სოციალური დახმარების სახით, სს „ლიბერთი ბანკის“ სერვისცენტრების მეშვეობით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მიიღებენ შესაბამის ელექტრონულ ბარათებს, რომლებზეც ჯამურად დარიცხული იქნება 200 (ორასი) ლარის ლიმიტი.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამის ელექტრონულ ბარათზე დარიცხული 200 (ორასი) ლარის ლიმიტი, ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულმა ოჯახებმა შეიძლება გამოიყენონ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურებისათვის, უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
4. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ოჯახებს, ამ განკარგულების მე-2 პუნქტში აღნიშნული შესაბამისი ელექტრონული ბარათის მიღება შეეძლებათ, 2014 წლის 1 ნოემბრიდან - 2015 წლის 1 მარტამდე, ნებისმიერ დროს. 2015 წლის 1 მარტიდან, შესაბამისი ელექტრონული ბარათი არ გაიცემა და სს „ლიბერთი ბანკი“ გაუცემელ ელექტრონულ ბარათებზე დარიცხულ გამოუყენებელ თანხას აბრუნებს სახელმწიფო ხაზინაში.
5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოჯახების განსაზღვრისათვის ხელმძღვანელობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მონაცემთა ბაზაში 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული ინფორმაციით. ამ განკარგულების მე-2 პუნქტში აღნიშნულ შესაბამის ელექტრონულ ბარათს მიიღებენ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოჯახების უხუცესი წევრები ან მათი კანონიერი წარმომადგენლები.
6. ამ განკარგულების მე-5 პუნქტში აღნიშნული ოჯახების შესახებ მონაცემებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც წარდგენიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში, წარდგენილ ბაზას, უბრუნებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაცული შესაბამისი ინფორმაციის მითითებით.
7. ამ განკარგულების მიზნების განხორციელებისათვის, ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს შესაბამისი თანხა.
8. ამ განკარგულების მიზნების განხორციელებისათვის, ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „ლიბერთი ბანკთან“ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, რომლის პირობებშიც გათვალისწინებული იქნება ამ განკარგულების პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 პუნქტებისა და მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი