შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 09.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1851
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017845
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2014
matsne.gov.ge 409 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 96% 30.12.2014 შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 95% 03.07.2015 შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 94% 15.04.2016 შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 10.07.2015 შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 25.11.2014

დოკუმენტის ტექსტი

შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1851 2014 წლის 9 ოქტომბერი  ქ. თბილისი შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ 1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში –  სამინისტრო) წინაშე დაისვა საკითხი სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული შენობის (ქ. თბილისი, გორგასლის ქ.#75) და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის, სამინისტროსათვის 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემული შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ (შემდგომში – კომპანია) მიერ, მომზადებასთან დაკავშირებით. 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, კომპანიამ უზრუნველყოს სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრა­ციული შენობის (ქ. თბილისი, გორგასლის ქ.#75) და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და მასთან დაკავშირებული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა. 3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორ­ციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. 4. სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისა და კომპანიის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში 60 000 (სამოცი ათასი) ლარის მოძიება და კომპანიისათვის გადარიცხვა; ბ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.      5. კომპანიამ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.      6. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ, კომპანიამ განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის გადაცემის უზრუნველსაყოფად.  პრემიერ-მინისტრი                            ირაკლი ღარიბაშვილი