სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ

მიღების თარიღი 23.10.2014
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016111
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 334 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 97% 23.10.2014 „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 17.11.2016 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 90% 28.02.2023 ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 03.08.2022 ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 88% 27.01.2015

დოკუმენტის ტექსტი

სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №46 2014 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 16​1 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის, მე-14 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად: 1. 2014 წლის 27 ნოემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი (შემდგომში – მინისტრის აპარატი). 2.  შეიქმნას მინისტრის აპარატის სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: ნ. ჩხარტიშვილი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე); ალ. ჩიკვაიძე - სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე; ვ. ზაქარაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; გ. ეზუგბაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი; ზ. ზაქარაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტის უფროსი; რ. ცინარიძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი. 3. კომისიამ, მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის მიზნით, 2014 წლის 27 ნოემბრამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მინისტრის აპარატის ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა. 4. აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ. ფარფალია), მინისტრის აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა. 5. 2014 წლის 27 ნოემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 19 ნოემბრის #21 დადგენილება. 6. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია). 7.  ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                             ვახტანგ ყოლბაია