ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის შესახებ

მიღების თარიღი 29.10.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12/47
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.111.016237
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2014
matsne.gov.ge 304 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სარებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 03.12.2014 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 16.01.2015 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 80% 24.12.2014 ქურთის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 80% 22.12.2014 „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 79% 25.12.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის შესახებ ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილება №12/47 2014 წლის 29 ოქტომბერი ქ. ფოთი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის  წესი,   დანართი 1 -ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე თოფურია დანართი 1 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის  წესი მუხლი 1🔗 1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს. 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებში იგულისხმება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლით  გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეები, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 32-ე  მუხლით და 52-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირები. მუხლი 2🔗 პრემია გაიცემა ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში  დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. მუხლი 3🔗 პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს მერი მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირებისათვის და საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის. პრემია გაიცემა მერის,  საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან. მუხლი 4🔗 ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. მუხლი 5🔗 1. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 2. პრემია შეიძლება გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით,  ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.