„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №143/ნ |
|
2014 წლის 31 ოქტომბერი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ“ ქვეპუნქტი: „ბ.დ) სამოქალაქო განათლება.“ 2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თითოეულ ჯგუფში განაწილებული თანხის: გ.ა) 5% თანაბრად განაწილდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნობრივი ჯგუფის არჩევით საგნებზე, ხოლო 95% პროპორციულად განაწილდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად; გ.ბ) 4% თანაბრად განაწილდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნობრივი ჯგუფის არჩევით საგნებზე, ხოლო 96% პროპორციულად განაწილდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად.“ ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფებში განაწილების შედეგად თანხის დარჩენის შემთხვევაში, თითოეულ ჯგუფში დარჩენილი თანხა განაწილდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თითოეული საგნობრივი ჯგუფის არჩევით საგნებზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით.“ გ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფებში თანხის დარჩენის შემთხვევაში დარჩენილი თანხა განაწილდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნობრივი ჯგუფის თითოეულ არჩევით საგანზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით.“ დ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფებში თანხის დარჩენის შემთხვევაში დარჩენილი თანხა განაწილდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნობრივი ჯგუფის თითოეულ არჩევით საგანზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|