„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №71/ნ |
|
2024 წლის 28 თებერვალი ქ.თბილისი |
1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (დანართი №1):
ა) მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) რესურსცენტრი – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო), ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი;“;
ბ) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ტესტირება თითოეულ საგანში ჩატარდება ერთ ან რამდენიმე სესიად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.“;
2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის“ (დანართი № 2):
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აბიტურიენტებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების შედეგად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნებში თანხის დარჩენის შემთხვევაში, დარჩენილი თანხის საერთო ოდენობა განაწილდება აბიტურიენტებზე თითოეული საგნის მიხედვით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან შეთანხმებით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რიგითობით, აბიტურიენტების მიერ მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.“;
ბ) მე-8 მუხლის „31“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, იმ აბიტურიენტის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომელმაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართა სტუდენტებისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების მიზნით.“;
3. „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.02.2024.
- როდის იქნა მიღებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.02.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №71/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.22.022.018489.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №71/ნ, 28.02.2024, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018489 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6116422/