„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №106/ნ |
|
2024 წლის 19 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) აბიტურიენტებისთვის განსაზღვრული სპეციალური პირობები, მათ შორის, კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების წესის“ შესაბამისად განსაზღვრული განათლების მიღების პირობები;“;
2. მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. აბიტურიენტს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები, გარდა ამ მუხლის 91 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
3. მე-16 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ცენტრი უფლებამოსილია ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრირებულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ/მოთავსებულ პირთა მონაცემთა ბაზების ფორმირებისა და მათი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიაწოდოს და ამავე სამსახურიდან მიიღოს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ/მოთავსებულ იმ პირთა თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.“;
4. 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების წესით“ განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;“.
|