1. სამხედრო აღჭურვილობის ან/და სხვა მინდობილი ქონების მოუვლელობა, ე.ი. სასწავლებლის მსმენლის/იუნკერის მიერ სამხედრო აღჭურვილობის ან/და სხვა მინდობილი ქონების შენახვის, მოხმარების და სხვა წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გამოიწვია მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - 10 საკრედიტო ქულის გამოკლებას ან/და დაზიანებული/დაკარგული ნივთის ანაზღაურებას.
2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - 20 საკრედიტო ქულის გამოკლებას ან/და დაზიანებული/დაკარგული ნივთის ღირებულების ანაზღაურება