1. პირადი ნივთების მოუვლელობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამსახურებრივი პირადი ნივთების შენახვის, მოხმარებისა და სხვა წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, –

გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – შენიშვნას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –

გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 25 პროცენტის დაქვითვა