1. სამხედრო აღჭურვილობის მოუვლელობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო აღჭურვილობის შენახვის, მოხმარებისა და სხვა წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას ექვსი თვის ვადი