1. სამხედრო აღჭურვილობის მოუვლელობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო აღჭურვილობის შენახვის, მოხმარებისა და სხვა წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.
3. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სამხედრო აღჭურვილობის დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი