სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№1933
2014 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ს ახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-18მუხლის მე-3პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ზუგდიდში, ზ. გამსახურდიას გამზირი N45-ში არსებული 1861.00 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: N43.31.55.491) პირდაპირი მიყიდვის ფორმით 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „თ და კ რესტორნებს“ (ს/კ: 204909180).
2. საპრივატიზებო პირობ ებ ად განისაზღვროს:
ა)საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით „McDonald's“-ის სავაჭრო ნიშნით მომუშავე სწრაფი კვების რესტორნის მშენებლობა და აღჭურვა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში ;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით არანაკლებ2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 24 თვის ვადაში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
გ.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში არანაკლებ 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
გ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში არანაკლებ 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
დ)ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვეში არანაკლებ 30 (ოცდაათი) ადამიანის (ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობა ) დასაქმება არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.
3. შპს „თ და კ რესტორნები“ ვალდებულია ამ განკარგულების მე-2 პუნქტი ს „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობ ებ ის შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვ ე სტიციის ოდენობის არანაკლებ 10 %-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტი ა , რომლის მოქმედების ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 3 (სამი ) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები .
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.10.2014.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 30.10.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1933. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017926.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.10.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1933, 30.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017926 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2569411/