1. კონტროლს ინსტრუქციით დადგენილი პროცედურების შესრულებაზე ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი.

2. ინსტრუქციით დადგენილი პროცედურების დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საკრებულოს აპარატს, რომლის მოვალეობაში შედის:

ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა;

ბ) დოკუმენტების გადაცემა შემსრულებლისათვის;

გ) დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

დ) გასული დოკუმენტების გაგზავნა;

ე) საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად;

ვ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა;

ზ) საკრებულოს მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობა;

თ) სხვა მოვალეობები რაც გათვალისწინებულია საკრებულოს აპარატის დებულებით.
თავი II
დოკუმენტების შედგენა და გაფორმე