1. საკრებულოს დოკუმენტები დგება საკრებულოს მოხელის მიერ ხელმძღვანელის დავალებით ან საკუთარი ინიციატივით.

2. დოკუმენტის პროექტის ვიზირება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) იმ პირის მიერ, რომელმაც მოამზადა დოკუმენტის პროექტი (მიეთითება შემსრულებელი);

ბ) საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ;

3. ვიზების შეგროვებისათვის პასუხისმგებელია ის მოხელე, რომლის მიერაც მზადდება დოკუმენტი.

4. ვიზირებული დოკუმენტის პროექტი გადაეცემა საკრებულოს შესაბამის მოხელეს, რომელიც პასუხისმგებელია დოკუმენტის სწორად გაფორმებაზე და უზრუნველყოფს დოკუმენტის პროექტის ხელმოსაწერად გადაცემას დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილი პირისათვის.
თავი III
შემოსული კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა (რეგისტრაცია) და განაწილე