„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „საქორგგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 15 ნოემბრის №15/11/03 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობის დადგენისა და სააქციო საზოგადოება „საქორგგაზის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1960
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017953
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №19 60

2014 წლის 31 ოქტომბერი    

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება  „საქორგგაზისათვის“  პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“  საქართველოს   პრეზიდენტის 2013  წლის  15 ნოემბრის  №15/11/03  განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობის დადგენისა და სააქციო საზოგადოება „საქორგგაზის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1.  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037- Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „საქორგგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013  წლის 15 ნოემბრის №15/11/03 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 2002 (ორი ათას ორი) აბონენტის გაზიფიცირება (პოტენციური აბონენტის შექმნა) ამ განკარგულების დანართის შესაბამისად, შემდგომში მათთვის ბუნებრივი აირის მიწოდების მიზნით, რაც საშუალებას მისცემს პოტენციურ მომხმარებელს (აბონენტს) ჩაებას გაზსადენის საერთო ქსელში.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                             ი . ღარიბაშვილი

 

დანართი  

 

მუნიციპალიტეტი

ქალაქი/სოფლები

პოტენციური აბონენტი

1

სამტრედია

სოფლები: ღანირი, ჭაგანი, ხუნჭულაური, ნაბაკევი, კულაში, ჩხენიში, ნინუაკუთხე, მიწაბოგირა, ახალსოფელი, პატარა ეწერი, იანეთი, დიდი ჯიხაიში, ოქტომბერი, ზედა ბაში, შუა ბაში, ქვედა ბაში, მეორე ეწერბაში, ზედა ეწერი, ქვედა ეწერი

1202

2

ადიგენი/ახალციხე

ქ. ვალე, სოფელი არალი

800

 

                               ჯამი:                                                                                       2002