შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ALTER ENERGY“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2003
2014 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ALTER ENERGY“-ისათვის სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. ,,სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონის36-ემუხლისმე-2 პუნქტისშესაბამისად, მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული,ამგანკარგულებისდანართშიმითითებული არასასოფლო-სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთები, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, წლიური საზღაურით - 1 (ერთი) ლარი, გადასცეს შპს „ALTER ENERGY“-ის (ს/კ 445406515).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს შპს ,,ALTER ENERGY“-ის მიერ ამ განკარგულების დანართში მითითებული, აღნაგობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების, საქართველოს მთავრობას, სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს ,,ALTER ENERGY“-ის შორის 2012 წლის 27 აგვისტოს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით გამოყენება.
3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამგანკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
დანართი
| № | ქონების ადგილმდებარეობა | საკადასტრო კოდი | ქონების დახასიათება |
| 1 | შუახევი ს მუნიციპალიტეტი, მდ.მოდულისწყალი | 24.04.34.094 | 89 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
| 2 | შუახევი ს მუნიციპალიტეტი, მდ.მოდულისწყალი | 24.04.34.095 | 312 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
| 3 | შუახევის მუნიციპალიტეტი, მდ. მოდულისწყალი, მიმდებარე ტერიტორია | 24.04.34.096 | 320 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
| 4 | შუახევის მუნიციპალიტეტი, მდ.ტბეთის მიმდებარედ | 24.06.34.197 | 321 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |