„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №337 |
|
2014 წლის 19 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 3.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის „დანართი №III-01“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. |
|
„დანართი №III-01
---------------------------------------- (საგადასახადო ორგანოს დასახელება) ------------------------------------------------------ (გადასახადის გადამხდელის დასახელება)
_______________________ საიდენტიფიკაციო ნომერი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ
გთხოვთ, დამარეგისტრიროთ დღგ-ის გადამხდელად
––– სსკ 157-ე მუხლის შესაბამისად (სავალდებულო რეგისტრაცია) _____________________________________ (სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი)
––– სსკ 158-ე მუხლის შესაბამისად (ნებაყოფლობით რეგისტრაცია) (საჭირო უჯრა აღნიშნეთ „ V“ ნიშნით)
შენიშვნა: დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდზე დღგ-ის დეკლარაციების წარდგენის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება მხოლოდ სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. ამ შემთხვევაში დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის პირს სსკ-ის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება. ხოლო დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში (ითვლება, რომ გადამხდელმა წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია) პირი, გარდა სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმისა, ჯარიმდება აგრეთვე სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით.
განმცხადებლის ხელმოწერა --------------------------------------- (თარიღი)“.
|