„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მიღების თარიღი 18.11.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016040
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.11.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ
ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების
შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №54 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის
მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2014 წლის 18 ნოემბერი
ქ. მცხეთა
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 სექტემბერის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 23.09.2015წ.
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 სექტემბერის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 23.09.2015წ.
მუხლი 1🔗
შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებით (matsne.gov.ge, 10.11.2014, 010250000.35.175.016031) დამტკიცებულ
„ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში“ კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია იქმნება და საქმიანობს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „გ.ე“ ქვეპუნქტი, „დ“ ქვეპუნქტები და „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ე) არადისკრიმინაციულობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს პირთა თანასწორობას განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნისა. დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მოთხოვნები;“;
„დ) კომისია – საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც შექმნილია საქათველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე;“;
„ე) დაწესებულება – დაწესებულება უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე, საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს განკარგულებით ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო.“;
„4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით შეიძლება მოწვეულ იქნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები და პროფესიული კავშირის წევრები.“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონკურსის პროგრამას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.“.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 სექტემბერის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 23.09.2015წ.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ქ. მცხეთა სამხედროს ქ. №17.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი