საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის განათლებისა და სამეცნიერო (სამეცნიერო-პედაგოგიური) წოდებების დოკუმენტების ურთიერთაღიარებისა და ექვივალენტობის შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 17.07.2002
ძალაში შესვლა 13.07.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №16/98
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016296
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით | უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სახელით |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი და დიპლომისშემდგომი განათლების და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის განათლებისა და სამეცნიერო (სამეცნიერო-პედაგოგიური) წოდებების დოკუმენტების ურთიერთაღიარებისა და ექვივალენტობის შესახებ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის განათლებისა და სამეცნიერო (სამეცნიერო-პედაგოგიური) წოდებების დოკუმენტების ურთიერთაღიარებისა და ეკვივალენტობის შესახებ
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და უკრაინის მინისტრთა კაბინეტი შემდგომში - „მხარეებად“ წოდებულნი;
ეყრდნობიან რა, 1997 წლის 11 აპრილის ლისაბონის კონვენციას ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ,
ხელმძღვანელობენ რა საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის განათლები სფეროში თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის 31 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმებით,
სურთ რა, ხელი შეუწყონ განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას,
განათლებისა და სამეცნიერო (სამეცნიერო-პედაგოგიური) წოდებების შესახებ დოკუმენტების ურთიერთაღიარების ნორმების დაწესების მიზნით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
წინამდებარე შეთანხმების დებულებები ვრცელდება სახელმწიფო ნიმუშის დოკუმენტებზე განათლებისა და სამეცნიერო (სამეცნიერო-პედაგოგიური) წოდებების შესახებ, რომლებიც გაიცემა საქართველოსა და უკრაინაში.
მუხლი 2🔗
სახელმწიფო ნიმუშის დოკუმენტები ზოგადი საშუალო და პროფესიულ-ტექნიკური განათლების შესახებ, რომლებიც გაცემულია საქართველოსა და უკრაინაში ურთიერთაღიარებულია და იძლევა შემდგომ ეტაპზე განათლების გაგრძელების უფლებას მხარეთა სახელმწიფოების მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დიპლომები და ატესტატები საქართველოში პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულებების დამთავრების და დიპლომები და ატესტატები უკრაინაში პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულებების დამთავრების შესახებ, ურთიერთაღიარებულია და იძლევა შრომითი დასაქმების უფლებას, მინიჭებული პროფესიისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, თუ სპეციალობისა და პროფესიის მიხედვით სწავლების ხანგრძლივობა და შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს.
მუხლი 4🔗
საქართველოს მხარე აღიარებს უკრაინაში გაცემულ დიპლომებს, რომლებიც შეესაბამებიან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემულ დიპლომებს ბაკალავრის, სპეციალისტისა ან მაგისტრის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ, სწავლების შესაბამისი ვადით და იძლევა სწავლების გაგრძელების უფლებას, თუ სპეციალობის მიხედვით სწავლების ვადა და განათლების შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს, ასევე შრომითი დასაქმების უფლებას მინიჭებული კვალიფიკაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
უკრაინის მხარე აღიარებს საქართველოში გაცემულ დიპლომებს, რომლებიც შეესაბამებიან უკრაინის უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემულ დიპლომებს უმცროსი სპეციალისტის, ბაკალავრის, სპეციალისტის ან მაგისტრის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სწავლების შესაბამისი ვადით და იძლევა სწავლების გაგრძელების უფლებას, თუ სპეციალობის მიხედვით სწავლების ვადა და განათლების შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს, ასევე შრომითი დასაქმების უფლებას მინიჭებული კვალიფიკაციის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
საქართველოს შესაბამისი დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტები განათლების შესახებ, და I-II დონის აკრედიტაციის მქონე უკრაინის სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტები განათლების შესახებ, ურთიერთაღიარებულია, თუ მათში სპეციალობის მიხედვით სწავლების ვადა და განათლების შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს და იძლევა მხარეების ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისა და აგრეთვე მინიჭებული კვალიფიკაციის შესაბამისად შრომითი დასაქმების უფლებას.
მუხლი 7🔗
საქართველოში გაცემული დოკუმენტები დოცენტისა და პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მინიჭების შესახებ და უკრაინაში გაცემული დოკუმენტები დოცენტის და პროფესორის სამეცნიერო წოდებების მინიჭების შესახებ ურთიერთაღიარებულია.
ამ დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობა განისაზღვრება მათი ხელმეორედ ატესტაციის პროცესში, მხარეების ქვეყნებში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
წინამდებარე შეთანხმების რეალიზაციისათვის მხარეები ერთმანეთს წარუდგენენ განათლების და სამეცნიერო (სამეცნიერო-პედაგოგიური) წოდებების შესახებ სახელმწიფო დოკუმენტების ნიმუშებს, აგრეთვე კანონებსა და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არეგულირებენ მათი გაფორმებისა და გაცემის წესებსა და პროცედურებს.
მუხლი 9🔗
მხარეები გამართავენ კონსულტაციებს წინამდებარე შეთანხმების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით, აცნობებენ ერთმანეთს ინფორმაციას მათი ქვეყნების განათლების სისტემებში, ასევე განათლებისა და სამეცნიერო (სამცნიერო-პედაგოგიური) წოდებების შესახებ დოკუმენტების დასახელებაში და მათი გაცემის კრიტერიუმებში ცვლილებების შესახებ, აგრეთვე აუცილებლობის შემთხვევაში მიაწვდიან ერთმანეთს შეასბამის ოფიციალურ განმარტებებს.
მუხლი 10🔗
მხარეები შექმნიან ექსპერტთა ერთობლივ კომისიას (შემდომში „კომისია“). იმ სადაო საკითხების მოგვარებისათვის, რომლებიც შეიძლება წამოიჭრას წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის მიღების შემდეგ. კომისიის შემადგენლობის შესახებ მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას დიპლომატიური არხების მეშვეობით.
კომისია განაახლებს სახელმწიფო მხარეთა საკუთრების ნებისმიერი ფორმის მქონე სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებების ნუსხას, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე შეთანხმება.
კომისია შეიკრიბება საჭიროების შემთხვევაში, სხდომების ჩატარების ადგილი და დრო შეთანხმდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 11🔗
ურთიერთთანხმობის შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმებაში მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და იქნება ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილი.
მუხლი 12🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. შეთანხმების მოქმედება წყდება ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის შემდეგ.
წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში. მისი დებულებები იმოქმედებს შეთანხმების მუხლებში აღნიშნულ იმ დოკუმენტთა მიმართ, რომელებიც გაიცემა შეთანხმების მოქმედების შეწყვეტამდე და იმ მოსწავლეებისა და სტუდენტების მიმართ, რომლებიც სწავლობდნენ საქართველოსა და უკრაინაში შეთანხმების მოქმედების შეწყვეტამდე.
მათ მიერ მიღებული დოკუმენტები განათლების შესახებ იქნება აღიარებული მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიაზე, წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესაბამისად.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2002 წლის 17 ივლისს, ორ პირად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია.
წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებისას უთანხმოების წამოჭრის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს აღმასრულებელი
ხელისუფლების სახელით
უკრაინის მინისტრთა
კაბინეტის სახელით