„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№87
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.157.016191
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №87

2014 წლის 21 ნოემბერი

ქ. თეთრიწყარო

 

 

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  31 ოქტომბრის  №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,    10/11/2014,   010250020.35.157.016189)
1.  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  31 ოქტომბრის  №85 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  7.  საპრეტენზიო კომისია

1.კონკურსისა ან/და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, იქმნება საპრეტენზიო კომისია.

2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს

ა) საკრებულოს თავმჯდომარე როდესაც კონკურსი ან/და ატესტაცია ტარდება საკრებულოს აპარატში;

ბ) გამგებელი, როდესაც კონკურსი ან/და ატესტაცია ტარდება გამგეობაში;

გ) გამგებელი,  როდესაც კონკურსი ან/და ატესტაცია ტარდება როგორც საკრებულოს აპარატში, ისე გამგეობაში;

3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის მოწვეულები). კომისიას ემსახურება სამდივნო.

4. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ან/და ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.

5. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

6. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.

8. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.

9. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

10. კონკურსის შემთხვევაში პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო  დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო–საატესტაციო კომისიას.

11. ატესტაციის შემთხვევაში მოხელეს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს ატესტაციის შედეგების გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან-წერილობით გაგზავნის შემთხვევში და გაგზავნიდან - გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო  დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო–საატესტაციო კომისიას.

12. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო–საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო–საატესტაციო კომისიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.“

2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  31 ოქტომბრის  №85 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურება

 1.  კომისიის მოწვეულ წევრთა საქმიანობა ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

2. კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მოხელეთა ანაზღაურების საშუალო თვიურ ოდენობას.“

3.  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  31 ოქტომბრის  #85 დადგენილების მე-12 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. კონკურსის გამოცხადება

1. საჯარო კონკურსს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.

2. დაწესებულების ხელმძღვანელის აქტის შესაბამისად კომისია უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობისთვის შეტყობინების მომზადებას, რომელიც ვრცელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

3. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

4. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:           

 ა) შესაბამისი დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებებს;

 ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნებს;

 გ) შესასრულებელი სამუშაოს;                  

დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;

ვ)  საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მისამართს;

ზ) კონკურსის ეტაპებს;

თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;

ი) კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას;

კ) დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, აისახოს სხვა ინფორმაციაც.

5.  საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა.“

4.  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  31 ოქტომბრის  №85 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი  საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.“

5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  31 ოქტომბრის  #85 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 23-ე  მუხლის მეცხრე   პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9.  ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მოხელე იღებს ამ დებულების 24–ე მუხლის მე–3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.“

6. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  31 ოქტომბრის  №85 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 25-ე  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. ატესტაციის შედეგები

1. საკონკურსო – საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა. დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ ცალად და დახასიათებებთან ერთად ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს (დანართი N3) ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

3. მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს მისი შევსებიდან 2 დღეში.

4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს  (საკრებულოს თავმჯდომარეს/გამგებელს) მოახსენებს და საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.

5. საკრებულოს თავმჯდომარე/გამგებელი, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მოხელისთვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევა;

ბ) მოხელის დაწინაურება ან დაქვეითება;

გ) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლება;

დ) მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.

ე) მოხელის მიმართ ატესტაციის შედეგის პირად საქმეში ასახვის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას).

6. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, დამნიშვნელ პირს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე