„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№42
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.169.016245
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №42

2015 წლის 2 ოქტომბერი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2014წ.   010250050.35.169.016149) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის   მე-3 მუხლის     მე-2 პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემა  სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ერთად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექმნის, მასში გაწევრების ან წევრობიდან გამოსვლის შესახებ“;

2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის   მე-3 მუხლის     მე-4 პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება“;

3. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

4.  დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ თანხმობის მიცემა.“;

5.  დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არაუგვიანეს  თებერვლისა გამგებლის წარდგინებით ისმენს შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს.“

6. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემა შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;“;

7.   დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის  მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გაცემის შესახებ;“.

8. დადგენილებით დამტკიცებული   რეგლამენტის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს საჯარო სხდომებზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს. საჯარო სხდომებზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს და თანამომხსენებელს, გააკეთონ განმარტება და განცხადება, წარადგინონ ინფორმაცია“;

9. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე და მთავრდება ახალარჩეული მუნიციპალიტეტის  საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე, ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.“;

10. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გამოაცხადა გარდაცვლილად, ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არა არის განსაზღვრული.“;

11. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით არანაკლებ წელიწადში ერთხელ, მაგრამ  არაუგვიანეს 1 ნოემბრისა ჩააბაროს ანგარიში ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ.“ ;

12. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის სათაური   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 16. საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის შვებულების მიცემის და უფლებამოსილების აღდგენის,  მივლინების წესი, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება“;

13.  დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საკრებულოს თანამდებობის პირებს (საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, საკრებულოს კომისიათა და ფრაქციათა თავმჯდომარეებს) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ანალოგიით მიეცემათ შვებულება ანაზღაურებით და ანაზღაურების გარეშე და აღუდგებათ შვებულების პერიოდში შეჩერებული უფლებამოსილება“;

14. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-9 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9.  საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა), საკრებულოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები.“.

15. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“.

16. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს “;

17. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  მე-20 მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის ადგილზე არყოფნისას ან/და მისივე დავალებით – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო ბიუროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით, კომისიის ან ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 51-ე მუხლის 2-5 პუნქტით დადგენილი წესები.“

18. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  22-ე მუხლის მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმს აფორმებს და ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.“

19. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  28-ე მუხლის მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო რეგლამენტის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევეაში კომისიის წევრი.“

20. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33. კომისიის სხდომის ოქმი

„კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის დასახელება, კომისიის სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, კომისიის სხდომის თავმჯდომარის და კომისიის სხდომაზე მონაწილე წევრთა ვინაობა, კომისიის დღის წესრიგის საკითხები, ყველა წამოყენებული წინადადება, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომათა ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარატში. კომისიის ოქმი დგება სხდომის გამართვიდან 2 დღის ვადაში და  ქვეყნდება სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით.“

21.  დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ეხმარება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს სხდომაზე წესრიგის დაცვასა და სხდომის ტექნიკურ უზრუნველყოფაში.“.

22.  დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ საკითხი შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნას და აუცილებელია მისი განხილვა საკრებულოს მიერ კანონით გათვალისწინებულ ვადების დაცვის მიზნით;

ბ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით;

გ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით;

დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ის მოთხოვნით;

ე) გამგებლის წინადადების საფუძველზე.“.

23.  დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 52-ე მუხლის მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. მორიგი სხდომის გახსნის შემდეგ საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია ტარდება ყოველი კენჭისყრის დაწყების წინ. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.“

24. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 82-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს“;

25.  დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 82-ე მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საერთო კრებას“;

26. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის   82-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

 „11. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია პეტიციის წარდგენის უფლება მიანიჭოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფრო ნაკლებ რაოდენობას“;

27.  დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 90-ე მუხლის  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 90. ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.“ ;

28.  დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 90-ე მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საჯარო განხილვისათვის. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად სავალდებულოა გამოქვეყნდეს დამოუკიდებელი აუდიტის შემოწმების მასალები და დასკვნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საფინანსო საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა ანგარიში განსახილველად, კომისიაში ანგარიშის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.“

29.  დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 90-ე მუხლის  მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საკრებულო არაუგვიანეს 1 მაისისა აფასებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს.“

30.  დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 94. პეტიცია

1. პეტიცია იწერება და შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ან საერთო კრების მიერ. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს:

ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;

გ) მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.

2. პეტიცია უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს;

ბ) პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

გ) პეტიციის წარდგენის თარიღს;

დ) პეტიციის ამომრჩეველთა მიერ წარდგენის შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიას;

ე) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, ხოლო ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს;

ვ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას.

3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას.

 4. პეტიციას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და ამ რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით. ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის ნამდვილობას. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს პეტიციის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 851 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნებას.

 5. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა ეძლევა/ეძლევათ მისი რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ რეგლამენტის მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას.

6. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ, რეგისტრაციაში გატარებაზე უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში.

7. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციას მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში, შესასწავლად გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ პეტიციის გადაგზავნიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პეტიციის შესასწავლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ ან პეტიციას უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას.

9. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პეტიციის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე;

ბ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე;

გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე.

10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგინება შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი. მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი დადგენილების პროექტს განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

12. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. მუნიციპალიტეტის საკრებულო პეტიციასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 1 თვის ვადაში.

13. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 15 დღის ვადაში წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის ინფორმაციას ცნობად იღებს ან არ ეთანხმება მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის ან სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას და იღებს სხვა შესაბამის გადაწყვეტილებას.

14. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული ვადები მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

15. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია, განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს აცნობოს პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას წარადგენს/წარადგენენ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაში საქართელოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.

18. პეტიციის განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, გარდა ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

19. თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისმა მოსამსახურეებმა საერთო კრებას უნდა წარუდგინონ უშუალოდ – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და უნდა წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში“.

31.  დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის    110-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელმოწერის შემდეგ აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.“ 

32.  დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის    112-ე მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

33.  დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის     120-ე მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ არა ნაკლებ 10-კაციან ჯგუფს უფლება აქვს მიმართოს საკრებულოს აპარატს განცხადებით საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციით ინიცირების პროცედურის დაწყების შესახებ, ხოლო საერთო კრების მიერ პეტიციის დროს - საერთო კრების რჩეულს ან/და საერთო კრების მიერ უფლებამოსილ პირს.“

 ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

 „11. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს:

ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;

გ) მუნიციპალიტეტისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.“

 გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადება  შეტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, უნდა შეიცავდეს საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  86-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს.  განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შედგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი, უნდა იყოს მითითებული ნორმატიული აქტის საკრებულოს სხდომაზე განხილვის სავარაუდო დრო, პროექტის ავტორის (ავტორების) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის ვინაობა და მისამართი.“.

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხელმოწერების შეგროვებისათვის საკრებულოს მიერ განკარგულებით დადგენილი ნიმუშის ფურცელებს თან უნდა დაერთოს ინიციატორთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ახდენს წარმოდგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტის, განმარტებითი ბარათის და მხარდამჭერთა ბლანკის აკინძვას.  აწერს განცხადების რეგისტრაციის ნომერს, გაცემის თარიღს და ადასტურებს ხელმოწერით.“.

ე) დაემატოს 61 პუნქტი:

 „61. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა მიეცემათ მისი რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან  3  სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის  გადაწყვეტა  არ  განეკუთვნება  მუნიციპალიტეტის  უფლებამოსილებას. პეტიციის წარმდგენი  სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ, რეგისტრაციაში გატარებაზე უარი  საქართველოს  კანონმდებლობის  შესაბამისად  გაასაჩივროს/გაასაჩივრონ  სასამართლოში.“

 ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10, მე-11, მე-12, მე-13 პუნქტები:

„10. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიცია საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში, შესასწავლად გადაეცემა საკრებულოს შესაბამის კომისიას ან საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება გამგებელს. საკრებულო საკრებულოს ბიუროს მიერ პეტიციის გადაგზავნიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პეტიციის შესასწავლად საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ ან პეტიციას უგზავნის საკრებულოს შესაბამის კომისიას.

11. საკრებულოს შესაბამისი კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პეტიციის შესაბამისად საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე;  

ბ) ამ მუხლის 11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე;

გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე.

12. გამგებელი ვალდებულია განიხილოს საკრებულოს ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად  გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს აცნობოს პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. საკრებულო ასევე უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის საკრებულოს  სხდომაზე პირადად წარდგენა.

 13. პეტიციის განხილვის შემდეგ საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, მაგრამ თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი,  პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს აპარატმა საერთო კრებას უნდა წარუდგინოს უშუალოდ – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და უნდა წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.“ .

34. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 127-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 127. დასახლების საერთო კრება

1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

2. მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 852 –  855 მუხლების  შესაბამისად“.

35.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების 130-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1). საკრებულოს წევრი ვალდებულია სამ თვეში ერთელ მაინც მოაწყოს შეხვედრები თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან“;

36.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების 131-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებულია  წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.“

37.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების 131-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9  და მე-10 პუნქტები:

„9. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის    საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების განხილვას“.

10. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ვალდებულია, უზრუნველყოს   მუნიციპალიტეტის   საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ  ანგარიშების გამოქვეყნება.“

38.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების 132-ე მუხლის 1-ლი   და მე-4 პუნქტები  ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ“.

4. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა  შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში.“

39.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების 133-ე მუხლის მე-2 პუნქტი   ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

 ,,2) საკრებულო, საკრებულოს კომისია, გამგებელი და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი  კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით წელიწად ში ერთხელ, მაგრამ არაუგვიანეს 1 ნოემბრისა გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ“;

40.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების 135-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 135. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;

ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები-შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;

გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე გამგებლის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში;

დ) საანგარიშო  წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში – საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ე) საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით – ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;

ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი – გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;

ზ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები – შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;

თ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღე, ადგილი და საათები –  მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ი) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) –  შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

კ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსის, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი – საკრებულოში ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ლ) საკრებულოს, საკრებულოს წევრის, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში –  საკრებულოში  წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

მ) გამგებლის  წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ – წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ნ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტები – საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;

ო) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა – საკრებულოს მიერ დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში .

პ) პეტიცია-საკრებულოში მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;

ჟ) რეგლამენტის 105-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი წერილობითი ინიციატივა –  საკრებულოში  მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლების შესაბამისად ან/და ქვეყნდება პროაქტიულად.

3. საკრებულო უფლებამოსილია შესაბამისი გადაწყვეტილებით გააფართოოს ამ მუხლით გათვალისწინებული სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ან/და საჯაროდ გამოსაცხადებელი ან/და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში   (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. № 15) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი