1.
სამსახურის საფინანსო–საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსს ამ    დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა)
უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი, ეკონომისტ–ფინანსისტის პროფესიით;
ბ)
მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel), Internet Explorer-ის ცოდნა.
დ)
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის N28 დადგნეილება.
2.
სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსს ამ დანართის პირველი    მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა)
უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი, ეკონომისტის პროფესიით;
ბ)
მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel), Internet Explorer, Oris ცოდნა.
დ)
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის N28 დადგნეილება.
3.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხელეს დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა)
„საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ საქართველოს კანონი;
ბ)
„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოსN672 ბრძანება.
გ)
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის N28 დადგნეილება