ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.11.2014 ბოლო ცვლილება 06.04.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
010260000.35.139.016165
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №49

2014 წლის 21 ნოემბერი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  „ბორჯომის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები" დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს  ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის და მოხელის ატესტაციის ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარი განისაზღვროს  50%-ით.
მუხლი 4
პროფესიული უნარების სფეროში კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის,  ანალიზისა და ლოგიკური აზროვნების, გუნდური მუშაობის, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების  უნარი; პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა. 
მუხლი 5
ძალადაკარგულად იქნას ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 მარტის N9 დადგენილება “მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” (სსმ ვებგვერდი, 28/03/2013 სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.139.016082).
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 7
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 21 ნოემბრიდან.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე



ბორჯომის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1. სამართლებრივი აქტების  ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეს
საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: 
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
ვ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N14 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 2. აპარატის უფროსი
საკრებულოს  აპარატის  უფროსს,  ამ  დანართის  პირველი  მუხლით  გათვალისწინებულ  საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;
ბ) საჯარო სამსახურში  მუშაობის  არანაკლებ 3წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer- ის) ცოდნა;
ე) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება.

მუხლი 3. აპარატის მთავარი  სპეციალისტი
საკრებულოს  აპარატის  მთავარ  სპეციალისტს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის ცოდნა.
დ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“.

მუხლი 4. აპარატის  წამყვანი სპეციალისტი 
საკრებულოს აპარატის წამყვან სპეციალისტს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის ცოდნა.
გ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“.

მუხლი 5. აპარატის უფროსი სპეციალისტი
საკრებულოს აპარატის უფროს სპეციალისტს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის ცოდნა.


ბორჯომის მუნიციპალიტეტის  გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეებს
გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახანძრო დაცვის   სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება, შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: 
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
ვ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N22 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“

მუხლი 2. გამგებლის წარმომადგენელი
1. გამგებლის   წარმომადგენელს   (გარდა ქ. ბორჯომისა და მაღალმთიანი ზონის წარმომადგენელბისა – ციხისჯვარი, ბალანთა, ტაბაწყური) ამ   დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word) ცოდნა.
2. გამგებლის   წარმომადგენელს - ციხისჯვარი, ბალანთა, ტაბაწყურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამ  დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) საშუალო განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word) ცოდნა.
3. გამგებლის   წარმომადგენელს ქ. ბორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამ   დანართის პირველი   მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის ცოდნა.
დ) „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N22 დადგენილება.

მუხლი 3. გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტი
1. გამგებლის წარმომადგენელის სპეციალისტს ქ. ბორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამ დადგენილების პირველი  მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის ცოდნა.
2. გამგებლის წარმომადგენელის სპეციალისტს (გარდა ქ. ბორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში), ამ დადგენილების  პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) საშუალო განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word ცოდნა.

მუხლი 4. განყოფილების უფროსი
განყოფილების   უფროსს   ამ   დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის ცოდნა.

მუხლი 5. სამსახურის მთავარი  სპეციალისტი
სამსახურის მთავარ სპეციალისტს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის ცოდნა.

მუხლი 6. სამსახურის   წამყვანი სპეციალისტი
სამსახურის წამყვან სპეციალისტს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) სამსახურის წამყვან სპეციალისტს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ბ) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის ცოდნა.

მუხლი 7. სამსახურის უფროსი სპეციალისტი
სამსახურის უფროს სპეციალისტს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის ცოდნა.

მუხლი 8. სამსახურის  სპეციალისტი
სამსახურის სპეციალისტს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის ცოდნა.

მუხლი 9. საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური
1. სამსახურის საფინანსო–საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსს ამ    დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი, ეკონომისტ–ფინანსისტის პროფესიით;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel), Internet Explorer-ის ცოდნა.
2.  სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსს ამ დანართის პირველი    მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი, ეკონომისტის პროფესიით;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel), Internet Explorer, Oris ცოდნა.
3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხელეს დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ბ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოსN672 ბრძანება.

მუხლი 10. ადმინისტრაციული სამსახური
1.   სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი, ექიმის პროფესიით;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;       
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel), Internet Explorers ცოდნა.
დ) „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N22 დადგენილება;
ე) „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N24 დადგენილება.
2. ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის  განყოფილების წამყვან     სპეციალისტს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) საშუალო განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის ცოდნა.
გ) „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N22 დადგენილება;
დ) „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N24 დადგენილება.
3. სამსახურის მოხელეებს საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“.
ბ) „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N22 დადგენილება;
გ) „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N24 დადგენილება.

მუხლი 11. იურიდიული კონსულტირების, სასამართლო საქმეთა წარმოების, კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახური
1.  სამსახურის იურიდიული კონსულტირებისა და სასამართლო წარმოების განყოფილების უფროსს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი, იურისტის პროფესიით;
ბ) მუშაობის არანაკლებ  2 წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel), Internet Explorers ცოდნა.
2. სამსახურის იურიდიული კონსულტირებისა და სასამართლო წარმოების განყოფილების მთავარ სპეციალისტს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი, იურისტის პროფესიით;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel), Internet Explorers ცოდნა.
3. სამსახურის კონტროლისა და შიდა აუდიტის  განყოფილების უფროსს ამ დანართის    პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი, ეკონომისტის პროფესიით;
ბ) მუშაობის არანაკლებ  2 წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel), Internet Explorers ცოდნა.
4.  იურიდიული კონსულტირების, სასამართლო საქმეთა წარმოების, კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის საჯარო მოხელეებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:  
გ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N22 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 12. ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური
1. სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსს ამ    დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი - ეკონომისტის სპეციალობა;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის ცოდნა.
2.   სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების უფროსს ამ დანართს პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი - ეკონომისტის სპეციალობა;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის ცოდნა.
3.   სამსახურის მოხელეს დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

მუხლი 13. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
1. ინფრატრუქტურისა და სივრცითი მოწყობის  განყოფილების განყოფილების წამყვან სპეციალისტს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) საშუალო განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer, ArchiCAD, AutoCAD-ის ცოდნა.
2.  სამსახურის მოხელეს დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
დ) „პროექტის შემთანხმებელი და  მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის  24 ნოემბრის N660 ბრძანებულება;

მუხლი 14. კულტურის, განათლების, სპორტის, ძელგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახური
1.  კულტურის, განათლების, სპორტის, ძელგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის სამსახურის მთავარ     სპეციალისტს     ამ    დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
გ) ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგ დონეზე ცოდნა.
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის ცოდნა.
2. კულტურის, განათლების, სპორტის, ძელგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის სამსახურის სპეციალისტს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;
ბ) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;
გ) ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგი ცოდნა.
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის ცოდნა.

მუხლი 15. სახელმწიფო შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური
სამსახურის მოხელეს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

მუხლი 16. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
სამსახურის მოხელეს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: