სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.11.2014 ძალადაკარგული 30.09.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№42
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.168.016140
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

    სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №42

2014 წლის 27 ნოემბერი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის,   ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა  და ადგილობრივი  თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების  ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა  და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის  №73/სა ბრძანებისა  და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ”  ქვეპუნქტის    შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები,  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგნილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №31 დადგენილება.

 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი



დანართი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო  მოთხოვნები
მუხლი 1
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო  დაცვისა და  სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “;
დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი .
2. ასევე მოეთხოვებათ:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერითი კომინიკაციის უნარი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( Microsoft  Office Word, Microsoft Office Excel   და  Internet Explorer) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
გ) უნარ-ჩვევები.
მუხლი 2
სიღნაღის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის უფროსის  თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა,  სავალდებულოა უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში  საქმიანობის 2-წლიანი   ან   მენეჯერად მუშობის 3 წლიანი გამოცდილება, მენეჯერული უნარი, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა.
მუხლი 3
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის, გამგებლის თანაშემწის  თანამდებობაზე,  გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა,  სავალდებულოა უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში, მენეჯერული საქმიანობის 1-წლიანი გამოცდილება  ან საჯარო ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, მენეჯერული უნარი, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა.
მუხლი 4
მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე,  გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა,  სავალდებულოა  საშუალო ან ტექნიკური განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება), კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა (სასურველია  იმ სოფლის მაცხოვრებელი).
მუხლი 5
გამგეობისა და საკრებულოს მთავარი სპეციალისტის  თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა,  სავალდებულოა უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში და საჯარო ან კერძო სექტორში 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა.
მუხლი 6
გამგეობისა და საკრებულოს  წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა,  სავალდებულოა საშუალო ან ტექნიკური განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება),  კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა.