ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მისაღებად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.11.2014
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.115.016148
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 355 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჩანქსელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 17.10.2014 „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 27.08.2015 შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №28 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 27.08.2015 ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 26.09.2014 „ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 მარტის №7 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 22.03.2016

დოკუმენტის ტექსტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მისაღებად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 2014 წლის 27 ნოემბერი დ. ლენტეხი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მისაღებად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ    საქართველოს კანონის  ,,საჯარო სამსახურის შესახებ“   მე-19 მუხლის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  შესახებ“  61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის  შესაბამისად. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა  და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მიღებისათვის  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის ივნისის №31 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი                                                                                                                           დანართი ლენტეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  აპარატისა  და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მისაღებად დამატებითი საკვალიფიკაციო  მოთხოვნები მუხლი 1🔗. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების სავალდებულობა ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო   მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა  გამგეობის  და საკრებულოს  მოხელის თანამდებობის დასაკავებლად. მუხლი 2🔗. მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა ყველა საჯარო მოხელეთათვის და წესდება საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად, მოიცავს საჯარო მოხელეთა ყოველ თანამდებობას. მუხლი 3🔗. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების  კომპონენტები საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: 1. პროფესიული ცოდნის მოთხოვნები. 2.ზოგადი უნარების მოთხოვნები. 3.პროფესიული უნარების მოთხოვნები. მუხლი 4🔗. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში გამგეობისა და საკრებულოს  საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა: 1 ) შესაბამის სპეციალობაში  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი: 2) საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მინიმალური ცოდნა: მუხლი 5🔗. მინიმალური საკვალიფიკაციო  მოთხოვნები  ზოგადი  უნარების  სფეროში მოხელის თანამდებობის  დასაკავებლად  სავალდებულოა  ქართული  ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის  უნარი. მუხლი 6🔗. სპეციალური  საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის და  გამოცდილების სფეროში 1. თანამდებობათა რანგების მიხედვით სავალდებულოა უფროსი საჯარო თანამდებობის (  სამსახურის განყოფილების უფროსი,  მუნიციპალური სამსახურის მთავარი სპეციალისტი, გამგებლის წარმომადგენელი ტერიტორიულ ერთეულში)  დასაკავებლად    ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამსახურში  საქმიანობის  ერთწლიანი გამოცდილება მაინც.  მამაკაცებისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული მონაცემები.   2. პროფესიული ცოდნის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოხელის სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად  მოიცავს პროფესიულ კვალიფიკაციის და საქმიანობის სფეროს მიხედვით  საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნას. მუხლი 7🔗. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული  უნარების სფეროში 1. უმცროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა; ა) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები; ბ)  საქმისწარმოებაში გამოყენებული   ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით მუშაობის  ( დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა და გადაგზავნა) პროფესიული უნარები; გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.