თიღვის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი

მიღების თარიღი 01.12.2014
გამომცემი ორგანო თიღვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.145.016085
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/12/2014
matsne.gov.ge 329 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჭავჭავაძე თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი” მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 30.09.2014 ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 24.09.2014 კასპის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 21.11.2014 საქართველოს კანონის პროექტი - „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტების პროექტები 86% 05.10.2015 პენიტენციური კოდექსი საქართველოს კანონი 85% 15.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

თიღვის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 2014 წლის 1 დეკემბერი ქ. თბილისი თიღვის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტების, „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების საფუძველზე, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თიღვის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი, დანართის შესაბამისად; მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე დანართი თიღვის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი მუხლი 1🔗. ამ წესის რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს თიღვის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე  გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები 1. პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ. 2. პრემიის მიზნებია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. მუხლი 3🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება 1. თიღვის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს უშუალო ხელმძღვანელ პირს და ზემდგომ თანამდებობის პირს. 2. პრემიის გაცემის შესახებ გამგეობის თანამდებობის პირების და გამგეობის სხვა საჯარო მოხელეთა მიმართ გადაწყვეტილებას იღებს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსის, აპარატის და სხვა საჯარო მოხელეთა მიმართ- საკრებულოს თავმჯდომარე. მუხლი 4🔗. პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა 1. თიღვის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. 2. თიღვის მუნიციპალიტეტში დასქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია  „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.