წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2102
2014 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს (LCIA) 1999 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2014 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მხარესა და კომპანია „Polestar Compania Maritima S.A.“-ს შორის გაფორმებული მორიგების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებისა და საქართველოს კანონმდებლობით მასთან დაკავშირებული გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 3,411,765.0 (სამი მილიონ ოთხას თერთმეტი ათას შვიდას სამოცდახუთი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი