ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს (LCIA) მიერ საქართველოსა და კომპანია Polestar Compania Maritima S.A.-ს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავაზე 1999 წლის 24 აგვისტოს გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხების მორიგებით დასრულების მიზნით, ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1387
2014 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს (LCIA) მიერ საქართველოსა და კომპანია Polestar Compania Maritima S.A.-ს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავაზე 1999 წლის 24 აგვისტოს გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხების მორიგებით დასრულების მიზნით, ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ
1999 წლის 24 აგვისტოს, ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს (LCIA) მიერ საქართველოსა და კომპანია Polestar Compania Maritima S.A.-ს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხების მორიგებით დასრულების მიზნით:
1. ნება დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აწარმოოს მოლაპარაკება კომპანია Polestar Compania Maritima S.A.-სთან.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს - გოჩა ლორთქიფანიძეს მიენიჭოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული მორიგების ხელშეკრულების ხელმოწერის უფლებამოსილება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი