საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „Sierra Oil Enterprises AG“-ს შორის შვეიცარიის საოლქო სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობი
განკარგულება №187
2009 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „Sierra Oil Enterprises AG“-ს შორის შვეიცარიის საოლქო სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ
შვეიცარიის საოლქო სასამართლოში კომპანია „Sierra Oil Enterprises AG“-ის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავის მორიგებით დასრულების მიზნით:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აწარმოოს მოლაპარაკება კომპანია „Sierra Oil Enterprises AG“-თან.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილისათვის მორიგების ხელშეკრულების ხელმოწერის სათანადო უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე განკარგულების გამოცემის შესახებ.
3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „Sierra Oil Enterprises AG“-ს შორის მიმდინარე სასამართლო დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ფინანსური უზრუნველყოფისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე გამოუყოს შესაბამისი თანხა.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური