კომპანია ,,Sierra Oil Entrpreses AG”-ის მიერ ქ. როტერდამის საოლქო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№317
2005 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
კომპანია ,,Sierra O il E ntrpreses AG”- ის მიერ ქ. როტერდამის საოლქო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით:
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ კომპანია Sierra Oil Entrpreses AG ”- მა ქ. როტერდამის საოლქო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი 1997 წელს სს ,,თბილსრესსა” და Sierra Oil Entrpreses AG ”- ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია ,, Sierra Oil Entrpreses AG ”- ს შორის 2001 წლის 23 თებერვალსა და 2003 წლის 12 მარტს გაფორმებული მოლაპარაკების ოქმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებით.
2. ცნობად იქნეს მიღებული ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის მიწოდებული ინფორმაცია (წერილის ნომერი No GEO1/939) ნიდერლანდის სამეფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჰოლანდიის ტერიტორიაზე არალიცენზირებული ადვოკატების სასამართლო პროცესზე დასწრების შეზღუდვისა და საქართველოს ინტერესების დაცვის შეუძლებლობის შესახებ.
3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) მისთვის 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო ასიგნებებიდან გამოყოს საჭირო თანხა საამისოდ უფლებამოსილი ადვოკატის დაქირავების ხარჯების დასაფარავად.
4. ქ. როტერდამის საოლქო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიზნით ეთხოვოს სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს”, რომ ნება დართოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად უზრუნველყოს საამისოდ უფლებამოსილი ადვოკატის დაქირავება და მასთან ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე სათანადო ხელშეკრულების გაფორმება. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს აგრეთვე წარმომადგენლის მივლინება სასამართლო პროცესზე.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი