კომპანია „Sierra OIL Enterprises AG”-ის მიერ ქ. როტერდამის საოლქო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №315
2006 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
კომპანია „Sierra OIL Enterprises AG”-ის მიერ ქ. როტერდამის საოლქო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით:
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ კომპანია „Sierra Oill Enterprises AG”-მა ქ. როტერდამის საოლქო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი 1997 წელს სს „თბილსრესსა” და „Sierra Oill Enterprises AG”-ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძვ ე ლზე საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „Sierra Oil Enterprises AG”-ს შორის 2001 წლის 23 თებერვალს და 2003 წლის 12 მარტს გაფორმებული მოლაპარაკების ოქმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებით.
2. ცნობად იქნეს მიღებული ბელგიის სამეფოში ნიდერლანდის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის მიწოდებული ინფორმაცია (წერილის ნომერი №ო GEO1/939) ნიდერლანდის სამეფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჰოლანდიის ტერიტორიაზე არალიცენზირებული ადვოკატების სასამართლო პროცესზე დასწრების შეზღუდვისა და საქართველოს ინტერესების დაცვის შეუძლებლობის შესახებ.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე სათანადო თანხის გამოყოფა საადვოკატო მომსახურების შესასყიდად.
4. ქ. როტერდამის საოლქო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიზნით ეთხოვოს სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს”, რომ ნება დართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (გ. ქავთარაძე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის თანახმად უზრუნველყოს საამისოდ უფლებამოსილი ადვოკატის დაქირავება და მასთან ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე სათანადო ხელშეკრულების გაფორმება.
5. დაევალოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (ნ. გილაური) აღნიშნულ დავასთან დაკავშირებული მასალები გადასცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კომპანია „Sierra Oil Enterprises AG”-ის მიერ ქ. როტერდამის საოლქო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 ივნისის №317 განკარგულება.
7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი