კომპანია „ITERA INTERNATIONAL ENERGY L.L.C.“-ს მიერ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №364
2008 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
კომპანია „ITERA INTERNATIONAL ENERGY L.L.C.“-ს მიერ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ კომპანია ITERA INTERNATIONAL ENERGY L.L.C.-ის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფისა და მისი ინტერესების ეფექტიანად დაცვის მიზნით:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ნ. გვარამია):
ა.ა) უზრუნველყოს საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში ზემოაღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ მოქმედებათა კოორდინაცია;
ა.ბ) უზრუნველყოს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ,,გ“ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით საადვოკატო მომსახურების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის განხორციელება, ამ მიზნით შესაბამისი იურიდიული კომპანიის შერჩევა, მასთან ხელშეკრულების გაფორმება და მჭიდრო თანამშრომლობა;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე უზრუნველყოს საჭირო თანხის (500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარი) გამოყოფა საადვოკატო მომსახურების შესასყიდად.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე