„ARES INTERNATIONAL S.R.L“-ისა და „METALGEO S.R.L“-ის მიერ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №52
2006 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
„ARES INTERNATIONAL S.R.L“-ისა და „METALGEO S.R.L“-ის მიერ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფისა და მისი ინტერესების ეფექტიანად დაცვის მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ა ლექსიშვილი) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საადვოკატო მომსახურების შესყიდვისათვის გამოუყოს 540 000 (ხუთას ორმოცი ათასი) ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი ლარი.
2. ეთხოვოს სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის გათვალისწინებით ნება დართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განახორციელოს საადვოკატო მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი