ქ. თბილისი კომპანია „TRAMEX INTER NATIONAL INC.“-ის წილის 50 პროცენტის მფლობელი იოანის კარდასაპოლუსის მიერ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№411
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 09/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №411

2005 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

კომპანია „TRAMEX INTER NATIONAL  INC.“-ის წილის 50 პროცენტის მფლობელი  იოანის  კარდასაპოლუსის მიერ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის  საერთაშორისო  ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს  წინააღმდეგ  შეტანილ  სარჩელთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენ­ტრში კომპანია „TRAMEX INTER NATIONAL  INC.“-ის   წილის  50 პრო­ცენ­ტის მფლობელი  იოანის  კარდასაპოლუსის მიერ  საქარ­თვე­ლოს სახელმწიფოს  წინააღმდეგ  შეტანილ  სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლო­ბისა  და მისი ინტერესების ეფექტიანად დაცვის უზრუნ­ველ­ყოფის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო­ს საქართველოს  მთავრობის  სარეზერვო  ფონდიდან   გამოუყოს 275 000 (ორას სამოცდათხუთმეტი ათასი) ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი თანხა ლარობით საადვოკატო მომსახურებისათვის.

2. ეთხოვოს სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორსმა­ჟორული სიტუაციის გათვალისწინებით ნება დართოს საქარ­თველოს იუსტიციის სამინისტროს განახორ­ციელოს საადვო­კატო მომსახურება ერთ პირთან მოლაპარა­კების გზით.

3.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                           ზ.ნოღაიდელი