საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მის მიერ ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №413
2007 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მის მიერ ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომ განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლობა საინვესტიციო დავების განმხილველი საერთაშორისო ცენტრის არბიტრაჟში (ICSID) კომპანია „TRAMEX“-ის 50% წილის მფლობელი რონი ფუქსის წინააღმდეგ.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. ქავთარაძე) უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნული ხელშეკრულების ღირებულების ანაზღაურება მოახდინოს საარბიტრაჟო და უცხოეთის სასამართლო დავებში წარმომადგენლობისათვის გამოყოფილი თანხების აუთვისებელი სახსრებიდან.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განახორციელოს საადვოკატო მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.
4. საერთაშორისო არბიტრაჟებსა და უცხოეთის სასამართლოში წარმომადგენლობის განსახორციელებლად განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში გამოყოფილი თანხების რაციონალურად ხარჯვის, დროულად გადანაწილების უზრუნველსაყოფად და საქართველოს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საჭიროებიდან გამომდინარე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, განაგრძოს გამოყოფილი სახსრების გადანაწილება სხვადასხვა დავების წარმოებისათვის.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი