საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №1
2006 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილ ორგანოდ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით იტალიის კომპანიების „Ares International”-ისა და „Metal Geo“-ს მიერ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება ზემოაღნიშნულ დავასთან დაკავშირებით საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს ინტერესების ეფექტიანად დაცვისა და წარმოდგენის უზრუნველსაყოფად.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი