საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ლიკვიდაციის შედეგების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №378
2006 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ლიკვიდაციის შედეგების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ქონების მიღება და კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვა უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებათა უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ლიკვიდაციის შედეგების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ლიკვიდაციის შედეგების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.08.2006.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ლიკვიდაციის შედეგების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ლიკვიდაციის შედეგების შესახებ“ მიღებულია 11.08.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №378. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ლიკვიდაციის შედეგების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.08.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ლიკვიდაციის შედეგების შესახებ“, №378, 11.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2054586/