დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 05.12.2014
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.152.016203
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.12.2014 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (22)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი | დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების
დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2014 წლის 5 დეკმბერი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის, 107-ე მუხლის 1 ნაწილისა და 24-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი დანართი N1-ის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი
დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი
მუხლი 1🔗.
წესის მიზანი
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის (შემდგომში – „წესი“) მიზანია დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის, მწვანე ნარგავების ხნოვანებითი სტრუქტურის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.
2. წესი განსაზღვრავს:
ა) მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესს;
ბ) მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფის და ჭრის წესს;
გ) მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს.
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების ჭრა ნებადართულია მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული პირობების და პროცედურების დაცვით. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლოა მიღებული იქნეს ცალკეული ნარგავების მოჭრის გადაწყვეტილება ამ წესით დადგენილი პროცედურების გავლის გარეშე.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. აღდგენა – ღონისძიება, რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა.
2. აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ფართობის ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება.
3. გადაბელვა – სპეციალური ჭრისას მწვანე ნარგავების ტოტების შეჭრა.
4. გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები.
5. ვარჯის ფორმირება – ხეებზე ქვედა ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე.
6. ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზემდგომი გამხმარი ხე;
7. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი.
8. მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები.
9. მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.
10. მოსაჭრელი ხეების უბანი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხის დამზადება.
11. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში–აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
12. მოპოვება – ზეზემდგომი ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის გამოზიდვა.
13. მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების აღრიცხვა, მონიშვნა და აღრიცხვის უწყისის შედგენა.
14. ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.
15. ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის მცენარე.
16. სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი.
17. სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა.
18. ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე.
19. ძირნაყარი ხე – წაქცეული ხმელი ხე, მიწაზე დაყრილი მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, წინა წლების ჭრაგავლილი მოსაჭრელი ხეების უბნიდან გამოუზიდავად დარჩენილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი.
20. ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა.
21. ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია.
22. რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით.
მუხლი 3🔗.
მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები
1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) სპეციალური გამოკვლევის მასალები;
ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
2. მწვანე ნარგავების მოვლის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს და მოვლის ღონისძიებების დროულად ჩატარებას უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
3. გამგებლის გადაწყვეტილებით მწვანე ნარგავების მოვლის ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარება შეიძლება დაევალოს ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, ხელშეკრულების საფუძველზე ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით;
4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია:
ა) მოვლითი ჭრების განხორციელება;
ბ) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით;
გ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები;
დ) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა.
მუხლი 4🔗.
მოვლითი ჭრები
1. კორომთა ხნოვანებისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით მოვლითი ჭრის სახეებია:
ა) განათებითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს მწვანე ნარგავების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების, ასევე ბალახის საფარის მოცილებას მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ბ) გაწმენდითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას;
გ) გამოხშირვითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;
დ) გავლითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 61 წლის და მეტი ხნოვანების (გამოხშირვითი ჭრის პერიოდის დამთავრების შემდეგ) 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდეღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა ხეების მოჭრას დარჩენილი ხეებისათვის მერქნის შემატების პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ე) სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრას;
ვ) სარეკონსტრუქციო ჭრა – უნდა განხორციელდეს დეგრადირებული მწვანე ნარგავების (ხეები და ბუჩქები) კორომებსა და დაცვით ნარგაობაში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით მწვანე ნარგავების აღდგენის სამუშაოების განსახორციელებლად, აღდგენის პროექტის შესაბამისად.
2. კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები უნდა იქნეს გამოტანილი მწვანე ნარგავების ტერიტორიიდან.
3. მოვლითი ჭრა ხელოვნურ ნარგაობაში გულისხმობს დაზიანებული, გამხმარი ეგზემპლარებისა და მავნე მცენარეების პერიოდულად გამოღებას.
4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის განლაგების და განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი. გამგებლის გადაწყვეტილებით ეს უფლებამოსილება შეიძლება გადაეცეს იმ ფიზიკურ/იურიდიულ პირს, რომელსაც გამგებლის მიერ ამ წესის მე-3-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის შესაბამისად დავალებული აქვს მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებების ჩატარება.
5. მოვლითი ჭრის ინტენსივობა უნდა დადგინდეს კორომის დახასიათების საფუძველზე.
6. ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) 0,7 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 10%-ისა;
ბ) 0,8 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 15%-ისა;
გ) 0,9 და მეტი სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 20%-ისა.
მუხლი 5🔗.
მოვლითი ჭრის მეთოდები და მოსაჭრელი ხეების შერჩევა
1. მოვლითი ჭრის ჩატარებისას (გარდა განათებითი და სანიტარიული ჭრისა) უნდა მოინიშნოს მოსაჭრელი ხეების უბანი.
2. მოვლით ჭრას (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) უნდა დაექვემდებაროს მავნე ხეები და მარაგის შემატების დაჩქარების მიზნით განსაზღვრულ შემთხვევებში – ჯგუფურად მდგარი რჩეული ხეები.
3. სანიტარიული ჭრის ჩატარებისას ხეების შერჩევა უნდა მოხდეს რაიონის, კვარტალის ფარგლებში. მოჭრას ექვემდებარება ზეხმელი, ხმობადი (ღეროს ერთი მესამედი ხმელი), გადატეხილი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით დაზიანებული ხეები.
4. სანიტარიული ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების უბანი არ ინიშნება.
მუხლი 6🔗.
მოვლითი ჭრების განხორციელების განსაკუთრებული მოთხოვნები
1. მოვლითი ჭრა უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც უზრუნველყოფს რჩეული ხეების მინიმალურ დაზიანებას. გავლითი, გამოხშირვითი და გაწმენდითი ჭრების განხორციელების პროცესში ჭრაში დაუნიშნავი ხეების სასიცოცხლო ფუნქციების შეწყვეტით დაზიანება არ უნდა აღემატებოდეს დარჩენილი ხეების 3%-ს.
2. მოვლითი ჭრის დროს (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) კორომის სიხშირე არ უნდა იქნეს დაყვანილი 0,6-ზე ქვევით.
3. მოვლითი ჭრების განხორციელებისას დაუშვებელია მოჭრილი ხის მოთრევა ტოტებშეუჭრელად.
მუხლი 7🔗.
მოვლითი ჭრებისას მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და უბნის გამოყოფა
1. მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით ხეების მონიშვნა ხორციელდება გამგებლის მიერ უფლებამოსილი ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ან იმ ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ, რომელსაც გამგებლის მიერ ამ წესის მე-3-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის შესაბამისად დავალებული აქვს მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებების ჩატარება.
2. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, წარმოებს ხეების აღრიცხვა და მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფა.
3. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნამდე განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ფართობები და მოსაპოვებელი ხეების მოცულობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.
4. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.
5. მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას ძირობრივ აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით). ხეები იდამღება ფესვის ყელთან და მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი, ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.
6. მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება დუშეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთან;
7. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება იმ პირთან, რომელსაც გამგებლის მიერ დავალებული აქვს მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებების ჩატარება, მეორე ეგზემპლარი კი წარედგინება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას;
მუხლი 8🔗.
მწვანე ნარგავების მოვლა ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით
1. ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით მწვანე ნარგავების მოვლა ხორციელდება სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე დასახულ ღონისძიებათა მიხედვით, ამ წესის მიხედვით მწვანე ნარგავების მოვლაზე უფლებამოსილი პირის მიერ;
2. სპეციალური გამოკვლევა მიზნად ისახავს:
ა) ხეების სანიტარიული მდგომარეობის დადგენას;
ბ) მავნებელ დაავადებათა გამოვლენას, აღრიცხვას, მათი გავრცელების მასშტაბებისა და განვითარების ტენდენციების დადგენასა და მათთან ბრძოლის რეკომენდაციებს.
3. მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებების ნუსხა და მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.
მუხლი 9🔗.
მწვანე ნარგავების ტერიტორიის ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები
1. მწვანე ნარგავების აღრიცხვის დროს ხანძარსაშიშროების კლასებად დაყოფა და ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნების დაგეგმვა ხორციელდება ამ წესის მიხედვით მწვანე ნარგავების მოვლაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამის სახანძრო-სამაშველო სამსახურთან შეთანხმებით;
2. ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებებია:
ა) სახანძრო დანიშნულების გზებისა და ბილიკების მოწყობა მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის მწვანე ნარგავების უბნებში;
ბ) სახანძრო დანიშნულების საავტომობილო გზებისა და ბილიკების მოვლა - შეკეთება;
გ) ხანძრების შეჩერება-შეზღუდვის მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების მოწყობა;
დ) ხანძრების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით წიწვოვან კორომებში ხეთა ვარჯის ფორმირება;
ე) ხანძარსაშიში კორომებიდან ძირნაყარი ხეების გამოტანა და განთავსება უსაფრთხო ადგილზე.
3. ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან, მოზარდიან, ძველ ნახანძრალებში, მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე დაზიანებულ უბნებში (ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), მოპოვების ნარჩენებიდან გაუწმენდავ, გამოუზიდავად დატოვებული მოპოვებული ხეების და გამხმარბალახიან ადგილებში.
4. ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება აღდგენის პროექტით და მოვლითი ჭრებით.
მუხლი 10🔗.
მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა
1. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები არსებული საშუალებების გათვალისწინებით იგეგმება მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე.
2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მისი სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მეშვეობით ან/და ხელშეკრულების საფუძველზე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მეშვეობით.
3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
4. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას.
5. აღდგენას ექვემდებარება:
ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები;
ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას;
გ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას.
მუხლი 11🔗.
აღდგენისა და გაშენების ფორმები
1. აღდგენის ფორმებია:
ა) ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა;
ბ) აღდგენა თესვით;
გ) აღდგენა დარგვით.
2. გაშენების ფორმებია:
ა) გაშენება ნერგების დარგვით;
ბ) გაშენება თესვით.
3. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმები შეირჩევა ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე.
4. მწვანე ნარგავების იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შესაძლებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის გზით მწვანე ნარგავების აღდგენას.
მუხლი 12🔗.
განსაკუთრებული მოთხოვნები მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების განხორციელებისას
1. მცენარეთა სახეობების შერჩევასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისათვის.
3. სანერგეში სარგავი მასალის აღსაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა გასამწვანებელი ფართობების და სანერგის ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესაბამისად.
4. არაენდემური მცენარეების გაშენებისათვის (ინტროდუქცია) მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივ-კლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე.
5. აღდგენილი და/ან გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება აღდგენის პროექტით.
6. აკრძალულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება მწვანე ნარგავების აღდგენის მიზნით.
მუხლი 13🔗.
სპეციალური ჭრა
1. სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის:
ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისა ან რეაბილიტაციისათვის;
გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან აცილებისათვის;
დ) შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის;
ე) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას.
2. სპეციალური ჭრა შეიძლება განხორციელდეს:
ა) მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნით;
ბ) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნით.
3. მოსაჭრელი ხეების მოჭრა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სახეებით:
ა) პირწმინდა ჭრით – გამოყოფილ უბანზე მონიშნული ხეების პირწმინდა ჭრა, მოსაჭრელი ხეების ოდენობის მიხედვით;
ბ) ძირობრივი ჭრით – ზეზემდგომი ხეების მოჭრით აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.
4. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, სპეციალური ჭრა ხორციელდება მოვლითი ჭრისთვის დადგენილი პროცედურების დაცვით;
მუხლი 14🔗.
მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა
1. მოსაჭრელი ხეების უბანი ინიშნება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 15🔗.
მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნა
1. ხეები ერთეულად ინიშნება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს ხეების გადაბელვაც;
მუხლი 16🔗.
მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა
1. სპეციალური ჭრის განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ამოღება-გადარგვას დაქვემდებარებული ხეების გადარგვა.
2. ხეების გადარგვა ხორციელდება გამგეობის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე.
მუხლი 17🔗.
აღრიცხვის უწყისის წარმოება
1. მოსაჭრელი ხეების უბნის მოსაზღვრე ტერიტორიისაგან გამიჯვნისათვის, ხეების აღრიცხვის, მონიშვნის, რაოდენობისა და მოცულობის განსაზღვრისათვის დგება მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი;
2. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისს ადგენს გამგებლის მიერ უფლებამოსილი ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე ან ის ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელსაც გამგებლის მიერ ამ წესის მე-3-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის შესაბამისად დავალებული აქვს მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებების ჩატარება.
3. უწყისს ითანხმებს და ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
4. თუ უწყისს ადგენს გამგებლის ბრძანებით, სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერ საფუძველზე მწვანე ნარგავების მოვლაზე უფლებამოსილი ფიზიკური/იურიდიული პირი, მაშინ უწყისი დგება ორ პირად. ერთი ეგზემპლარი ინახება უწყისის შემდგენელ ფიზიკურ/იურიდიულ პირთან, ხოლო მეორე გადაეცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას;
5. თუ უწყისს ადგენს გამგებლის მიერ უფლებამოსილი მოხელე, ასეთ შემთხვევაში ის დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში;
6. უწყისში მიეთითება მწვანე ნარგავების ადგილმდებარეობა; უბნის გამოყოფის შემთხვევაში - უბნის ფართობი და საზღვრები; მონიშნული ხეების რაოდენობა; თითოეული ხის მახასიათებლები (მერქნის სახეობა, დიამეტრი, სულ ხის მოცულობა მ3), ჭრის სახე და ა.შ. უწყისში ასევე უნდა აისახოს ყველა ის მონაცემი, რომელიც მნიშვნელოვანია და გამომდინარეობს ამ წესით დადგენილი ნორმებიდან.
7. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია შეიმუშავოს და დაამტკიცოს მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის ფორმა ამ წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში აღრიცხვა უნდა განხორციელდეს გამგებლის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
8. ჭრა ხორციელდება მხოლოდ აღრიცხვის უწყისის შედგენის შემდგომ;