ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს  კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი ნინო გელაშვილი.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და ა.შ.

 

2014 წლის განმავლობაში ზესტაფონის რაიონულ  სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 8 განცხადება. შემოსულ განაცხადთაგან  ყველა  მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურეების მიერ:

 

აკაკი მაისურაძე - სასამართლოს მენეჯერი - 2011 წლის 1 თებერვლიდან 2014 წლის 29 მაისამდე ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

 

ნინო გელაშვილი - სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი, 2014 წლის 6 ივნისიდან ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

 

ქეთევან თხელიძე - სასამართლოს მენეჯერი - საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ნინო გელაშვილის შვებულებაში ყოფნის პერიოდში - 2014 წლის 18 აგვისტოდან 2014 წლის 15 სექტემბრამდე.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.

 

საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი -

კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები

განყოფილების უფროსი                                                           ნინო გელაშვილი