სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური

რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

 

საანგარიშო პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა საქმიანობას ახორციელებდა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა თანახმად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე:

ა) 2014 წლის საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობაში  საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 127 (ასოცდაშვიდი) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით - 0;

ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 127 (ასოცდაშვიდი) წერილი; 

გ) წარმომადგენლობას გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს წარმომადგენლობის მოხელეთა პერსონალურ მონაცემებს, ასავე ბაზა, რომელიც შეიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ პერსონალურ მონაცემებს, აღნიშნულ ბაზებზე წვდომა გააჩნიათ წარმომადგენლობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

            დ)  საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, შესაბამისად არ მომხდარა დისციპლინური სახდელის დადება;

           ე) წარმომადგენლობამ  საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.

           ვ) გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აპარატის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი - ლევან ბარათელი.

 

ხელმძღვანელი                                                                                ოთარ გოგოხია