„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-45/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-84/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.035.016311
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-84/ნ

2014 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-45/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-45/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 12/12/2013, 010320040.22.035.016228) დამტკიცებული ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები"-ს მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„9. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი

9.2. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება, იურიდიული, ეკონომიკური ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში, მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული;

ბ) არანაკლებ 6 წლის სამუშაო გამოცდილება, აქედან არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობაზე. უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას;

გ) საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  (III თავი),   „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“  საქართველოს კანონის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის №887 ბრძანებულების, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის №171 ბრძანებულების, „მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის №170 ბრძანებულების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

9.3 შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება, სოციალურ ან პოლიტიკურ მეცნიერებებში, მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული;

ბ) არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას;

გ) საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  (III თავი),  „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის„პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილების, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილების, „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილების, ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების, „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანების, „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის N87/ნ ბრძანების, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების და  №29-ე,  №87-ე,  №98-ე,  №100-ე,  №105-ე,  №111-ე,  №138-ე,  №182-ე,  №52-ე და  №144-ე კონვენციების, ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული)  რატიფიცირებული მუხლების და პუნქტების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

9.4.  შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება, იურიდიულ, სამართლის ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში;

ბ) არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება,  უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას;

გ) საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (III თავი), „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის„პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილების, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილების, „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილების, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების, „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანების, „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანების;  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების და №29-ე,  №87-ე,  №98-ე,  №100-ე და №105-ე კონვენციების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

9.5. შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება (იურიდიულ, სამართლის ან ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში);

ბ) არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას;

გ) საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (III თავი),  „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის„პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილების, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილების, „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილების, ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების, „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანების, „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანების ცოდნა; 

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

9.6. შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს  სპეციალისტი:

ა) უმაღლესი (ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში);

ბ) საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  (III  თავი), „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილების, „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილების ცოდნა;

გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

9.7. დასაქმების ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარულ ან ეკონომიკურ სფეროში), მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული;

ბ) არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება,  უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას;

გ) საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (III თავი), „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის №887 ბრძანებულების, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის №171 ბრძანებულების, „მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის №170 ბრძანებულების, „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილების, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილების, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების და  №88-ე,  №122-ე,  №142-ე,  №151-ე,  №181-ე და  №81-ე კონვენციების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

9.8. დასაქმების ხელშეწყობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება, ჰუმანიტარული, ეკონომიკური ან სამართლის მეცნიერებებში;

ბ) არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება,  უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას;

გ) საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (III თავი), „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის №887 ბრძანებულების, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის №171 ბრძანებულების, „მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის №170 ბრძანებულების, „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილების  ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

9.9. დასაქმების ხელშეწყობის სამმართველოს  მთავარი სპეციალისტი: 

ა) უმაღლესი განათლება, ჰუმანიტარულ ან სამართლის მეცნიერებებში;

ბ) არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას;

გ) საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III თავი), „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილების, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილების, „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილების, „საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №59 დადგენილების, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების და  №97-ე,  №143-ე და №189 კონვენციების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

9.10.  დასაქმების ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: 

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას;

გ) საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (III თავი), „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილების, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილების, ევროპის სოციალური ქარტიიის (შესწორებული) რატიფიცირებული მუხლების და პუნქტების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

9.11.  დასაქმების ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას;

გ) საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (III თავი), „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის,   „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილების, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილების, „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილების, „საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის № 59 დადგენილების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 16  დეკემბრიდან.

 

 


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზაზა სოფრომაძე