ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წლიური ანგარიში (2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წლიური ანგარიში

(2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე)  

ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისროში 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 152 განცხადება.

2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში შემოსული განცხადებებიდან:

1.   საჯარო ინფორმაცია, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, გაიცა 115  შემთხვევაში;

2.   16 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

3.   5 განცხადება განხილვის პროცესშია;

4.   15 განცხადებაში აღნიშნული საკითხები ეხებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და, შესაბამისად, განცხადებები გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს;

5.   1 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამასთან, 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 13 აგვისტომდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი იყო სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჯაჯანიძე. სამინისტროში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 13 აგვისტოდან სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად დაინიშნა ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი ნანა ბღარაშვილი. ამის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის შესახებ ინფორმაციას.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების 115 შემთხვევიდან:

1.   82 განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა მარიამ ჯაჯანიძემ;

2.    საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება 44 შემთხვევაში მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის - ნანა ბღარაშვილის მიერ;

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის  ნანა ბღაშვილის მიერ (1 მოთხოვნა);

გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცალკეული სტრუქტურული ერთეულები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სამინისტროში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ მოსამსახურეებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით. 

დ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრო ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციასა და  „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილების მოთხოვნებს.

 

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნოემატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის N305 დადგენილება.

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებას - განცხადებაში მოთხოვნილი ინფორმაცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, შეიცავდა სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს და სახეზე არ იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მათი გაცემის არცერთი საფუძველი  (1 შემთხვევა);

 ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი არ დაფიქისრებულა.

 

ზ) სამინისტროს მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა სამინისტროსათვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის

მინისტრი გიორგი მღებრიშვილი