სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის წლიურ ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად , წარმოგიდგენთ სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის წლიურ ანგარიშს .

 

1) საანგარიშო პერიოდში სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების  მოთხოვნათა ფარგლებში. 2014 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია სულ 79 (სამოცდაცხრამეტი) წერილობითი განაცხადი. აქედან სრულად დაკმაყოფილდა 61 (სამოცდაერთი) მოთხოვნა, 10 (ათი) განაცხადი კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო 5 (ხუთი) შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენდა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაცულ საჯარო ინფორმაციას.  აღნიშნულ 5 განცხადებაში მოთხოვნილი იყო პერსონალური მონაცემები (თანხმობის წარმოდგენის გარეშე), მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დამუშავებული ცენტრში, არ იყო დაზუსტებული მოთხოვნა ან/და განცხადება არ იყო წარმოდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ხოლო 3 (სამი) განაცხადი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის  სამსახურებს შესასრულებლად. ამჟამად წარმოებაშია 2 (ორი) განაცხადი.

 2) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იურიდიული სამსახურის პოზიციის გათვალისწინებით გადაწყვეტილებას იღებდა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

 3) სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხისმგებელ მოხელეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევასა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

 4) სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საჯარო ინფორმაციის გაცემისას ეყრდნობოდა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონს.

 5) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

დირექტორი  მაია მიმინოშვილი