სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ინფორმაციის 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

საჯარო ინფორმაციის 2014 წლის ანგარიში

 

   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე რეგისტრირებულია 79 განაცხადი.

აღნიშნული 79 განაცხადიდან:

5 განაცხადი განხილვის პროცესშია;

9 განაცხადით მოთხოვნილ იქნა სხვადასხვა შინაარსის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი; 2013 წელს უნივერსიტეტის ინვენტარისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა - მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

10 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საერთო რაოდენობის თაობაზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა); სტუდენტთა სია ფაკულტეტების მიხედვით; გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტების თაობაზე; სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობის თაობაზე; კვოტირების სისტემით ჩარიცხულ სტუდენტთა შესახებ; სტუდენტების რაოდენობა ფაკულტეტებისა და საფეხურების მიხედვით; 2013 წელს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩარიცხულთა რაოდენობა; უნივერსიტეტში მოხვედრის კომპეტენციის ზღვარის თაობაზე - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

 2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაციაივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013-2014 წლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის პედაგოგთა საათობრივი დატვირთვის შესახებ -ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

 3 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომელ ფაკულტეტს განეკუთვნებოდა სპეციალობა: გამოყენებითი მათემატიკა, სპეც. ოპტიმიზაცია და ოპტიმალური მართვა და რა სპეციალობებს მოიცავდა ეს ფაკულტეტი; რა აკადემიური ხარისხი ენიჭებოდა ამ სპეციალობის კურსდამთავრებულებს,- უთანაბრდება თუ არა მინიჭებული აკადემიური ხარისხი ,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მაგისტრის აკადემიურ დიპლომს - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია კონკრეტული პირების განათლების თაობაზე - განმცხადებლებს ეთხოვა წარმოედგინა იმ პირის თანხმობა, რომელზეც ითხოვდა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას. განმცხადებლებს მიეცათ განმარტება, რომ აუცილებელია იმ პირების თანხმობა, რომელზეც ითხოვდნენ ინფორმაციას(გამოყენებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტები: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.)

5 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულებების აკადემიური პერსონალის თაობაზე (სახელი/გვარი, ელ-ფოსტა, სახლის ტელეფონი, დაბადების წელი, მობილური ტელეფონი, სტატუსი და ა.შ.); უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის სპეციალისტის (პედაგოგის) პირადი მობილურის ნომერი; უნივერსიტეტის 2002 წლის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სტუდენტის პირადი საქმე; 1979 წელს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩარიცხულთა და 1984 წელს კურსდამთავრებულთა პირად საქმეებში არსებული ფოტო სურათები; კონკრეტული პირის სადისერტაციო დასკვნა; უნივერსიტეტში დასაქმებული კონკრეტული პირის ყოველთვიური შემოსავალი - განმცხადებლებს მიეცა განმარტება, რომ აუცილებელია იმ პირების თანხმობა, რომელზეც ითხოვდნენ ინფორმაციას(გამოყენებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტები: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.)

2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია  2013 წელს რექტორსა და მის მოადგილეებზე (ცალ-ცალკე) დარიცხული პრემიებისა და სახელფასო დანამატების, უნივერსიტეტის თანამშრომლებზე (საერთო ოდენობა) დარიცხული პრემიებისა და სახელფასო დანამატების,

წარმომადგენლობითი ხარჯების, შესყიდვის გადაუდებლად განხორციელების აუცილებლობის შესახებ შესაბამისი მიწერილობა(წერილობითი შეთანხმებები), გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების სია; სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი, რომელიც შესყიდვების კანონმდებლობით ჩანაცვლდა; ბალანსზე რიცხული ავტომობილების ჩამონათვალი; 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში; 2010-2013 წლებში სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდით მიღებული შემოსავლების ოდენობა; 2010-2013წწ სამეცნიერო კვლევებზე, სტუდენტური თვითმმართველობისთვის, საბიბლიოთეკო ფონდებისთვის (წიგნების შესყიდვაზე) გამოყოფილი და დახარჯული თანხების ოდენობა, სტუდენტების სტატუსის შეჩერების სტატისტიკა; 2013 წელს რექტორის და მისი მოადგილეების მივლინებების ხარჯები - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გარდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა; განმცხადებელს მიეცა განმარტება, რომ აუცილებელია პირის თანხმობა, რომელზეც ითხოვდა ინფორმაციას (გამოყენებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტები: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი);

 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია 2013-2014 წლებში რექტორის, მისი მოადგილეების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რექტორის მრჩევლების და სხვა ადმინისტრაციის მოხელეთა მივლინებაზე გაწეული ხარჯები. 2013-2014 წლებში ფაკულტეტებზე პროფესორის შტატში დასაქმებულთა რაოდენობა, კონკურსების რაოდენობა, კონკურსში გამარჯვებული პირების სია; 2013-2014 წწ. რამდენი საშტატო ერთეული დაემატა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას - მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

3 განაცხადით მოთხოვნილ იქნა უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია 1975-1977 წლებში ატარებდა თუ არა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელწოდებას; 1974-1977 წლებში არსებობდა თუ არა ფაკულტეტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ჟურნალისტიკის სპეციალობა. არსებობდა თუ არა ხელოვნების საზოგადოებრივი პროფესიის ფაკულტეტი და რა კვალიფიკაციას იძლეოდა - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია 2013-2014 წლებში უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის საფასურის რა ნაწილის ანაზღაურება ხდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

5 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია უნივერსიტეტის დიპლომის ასაღებად პროცედურების თაობაზე; ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის გატანის შესახებ; შიდა და გარე მობილობაზე; ადმინისტრაციული რეგისტრაციისა და სწავლის საფასურის გადახდასთან (ადმინისტრაციული რეგისტრაცია) დაკავშირებით; სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების თაობაზე-ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა  დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ -მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა სტატისტიკური ინფორმაცია უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო სფეროში - მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია რამდენი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედებას გაუწია რეკომენდაცია სხვადასხვა ფაკულტეტის საბჭომ 5-ზე ნაკლები მაგისტრანტობის კანდიდატების არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული პროგრამების დასახელება, ფაკულტეტი და მაგისტრანტების რაოდენობა- მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სტიპენდიის თაობაზე - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ რუსულენოვან მედიცინის ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ -მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია აკადემიკოს პეტრე ქომეთიანის და რამაზ ცუხიშვილის შესახებ (უნივერსიტეტში რომელ წლებში, რა თანამდებობებზე მუშაობდა) - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

18განაცხადით მოთხოვნილ იქნა სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაცია - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

   ზემოაღნიშნულ მონაცემებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების შესახებ, წარმოგიდგენთ ცხრილის სახით:

 

საჯარო ინფორმაცი-ის გაცემის მოთხოვნა-თა საერთო რაოდენობა

მიმდინა-რე

დაკმაყოფილებულ მოთხოვ-ნათა რაოდენო-ბა

არ დაკმაყოფილებული მოთხოვნების რაოდენობა (ინფორმაციის გაცემის შესახებ უფლებამოსი-ლი პირის თანხმობის არარსებობის გამო)

უარის თქმის საფუძვლები (შესაბამისი საკანონმდ-ებლო აქტები)

გადაწყვეტილე-ბის მიმღები პირი (სახელი,გვარი, თანამდებობა)

გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მომჩივანი მხარის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობა

79

5

65

9

საქართვე-ლოს კონსტიტუ-ცია,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველ-ოს კანონი ,,პერსონალ-ურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’

 

ლიკა კილაძე,

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყო-ფასა
და საჯარო ინფორმაციის მატერიალური და
ელექტრონული ფორმით გაცემაზე, ასევე მის პროაქტიულად
გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილი არ ყოფილა. გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ დაკისრებია.

 

 

   აღნიშნული 79 განაცხადიდან, 5 განაცხადი განხილვის პროცესშია, დაკმაყოფილდა 65 განაცხადი, არ დაკმაყოფილდა 9 განაცხადი ინფორმაციის გაცემის შესახებ უფლებამოსილი პირის თანხმობის არარსებობის გამო.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                       დავით ჩომახიძე