სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ინფორმაციის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საჯარო ინფორმაციის 2013 წლის ანგარიში
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე რეგისტრირებულია 54 განაცხადი.
აღნიშნული 54 განაცხადიდან:
6 განაცხადით მოთხოვნილ იქნა სხვადასხვა შინაარსის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
4 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის თაობაზე - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
9 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თაობაზე - სტუდენტური თვითმმართველობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, საზღვარგარეთ სხვადასხვა სასწავლო პროგრამებზე, კონფერენციებზე და ა.შ. გაწეული ხარჯები; 2010, 2011, 2012 წლებში სტუდენტური თვითთმართველობისთვის გადარიცხული თ ანხების ხარჯთაღრიცხვა და 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების მოცულობა; სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურა - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
7 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011-2012 წელს შტატით გათვალისწინებული და შტატგარეშე მოწვეული პერსონალის ზუსტი ოდენობები - ადმინისტრაციული პერსონალი, აკადემიური პერსონალი, სხვა მომსახურე პერსონალი; უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში შემავალი დასაქმებული პერსონალის რაოდენობები- ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი და 2013 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით გამოყოფილი სახელფასო ფონდი; - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
6 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომების შესახებ; - 1999 წელს იურიდიული კვალიფიკაციის მქონე კურსდამთავრებულთა სახელობითი სიის მოთხოვნის თაობაზე; უნივერსიტეტის საერთაშორისო ს ა მართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის მიერ გაცემული დიპლომების თაობაზე; ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მეორადი სწავლების კურსდამთავრებულებზე გაცემულ დიპლომებში მითითებული კვალიფიკაციების თაობაზე; - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია კონკრეტული პირის განათლების თაობაზე - განმცხადებელს ეთხოვა წარმოედგინა იმ პირის თანხმობა, რომელზეც ითხოვდა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას (გამოყენებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტები: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’. აღნიშნული გადაწყვეტილება განმცხადებლის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. სასამართლოში საქმის წარმოება შეწყდა, ვინაიდან მოსარჩელემ გამოიხმო სარჩელი. გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ დაკისრებია;
2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გარდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის მოთხოვნისა, განმცხადებელს მიეცა განმარტება, რომ აუცილებელია პირის თანხმობა, რომელზეც ითხოვდა ინფორმაციას (გამოყენებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტები: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’);
2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე თანამშრომელზე სამსახურებრივი გამოცდილების და სამსახურში მიღების საფუძვლების თაობაზე; კონკრეტული პიროვნების შესახებ (მუშაობისა და თანამდებობის თაობაზე) - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა 2012 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის გამოყოფილი თანხების მოცულობა და ამავე საქმიანობისათვის 2013 წლის მიხედვით დამტკიცებული ბიუჯეტი; 2012 წელს ბიუჯეტში გამომცემლობისათვის და სასტამბო ხარჯებისათვის გამოყოფილი თანხების მოცულობა და იმავე ხარჯისთვის 2013 წლის მიხედვით დამტკიცებული ბიუჯეტი - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პერსონალის შრომის ანაზღაურების თაობაზე, რამდენი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი შემოუერთდა უნივერსიტეტს, შემოერთებულ კვლევით ინსტიტუტებში სახელფასო განაკვეთებიs თაობაზე; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების კონტრაქტით გათვალისწინებული სახელფასო პირობები (აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი), აკადემიური პერსონალის და კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო პერსონალის მეცნიერ-მუშაკთა ხელმძღვანელობით და მონაწილეობით განხორციელებული სხვადასხვა საგრანტო სამეცნიერო პროექტები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის და კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო პერსონალის ხელმძღვანელობით და მონაწილეობით განხორციელებული სხვადასხვა საგრანტო პროექტების თაობაზე; რექტორის თანამდებობრივი სარგო; - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გარდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა; განმცხადებელს მიეცა განმარტება, რომ აუცილებელია პირის თანხმობა, რომელზეც ითხოვდა ინფორმაციას (გამოყენებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტები: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’);
1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის უნივერსიტეტის დაზღვევის თაობაზე ინფორმაცია - მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2005-2013 წლებში ასოცირებული პროფესორების შრომის ანაზღაურების ცვლილების დინამიკის თაობაზე - მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია 2010-2011-2012 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების თაობაზე - მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სახელობითი სია (ფაკულტეტების მითითებით) - მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის და მისი მოადგილეებზე (ცალ-ცალკე) და თანამშრომლებზე (საერთო ოდენობა) დარიცხული პრემიების ოდენობის თაობაზე; 2012 წლის საჯარო ინფორმაციის ანგარიში წარდგენილი პარლამენტისა და პრეზიდენტისადმი; ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკის, შესყიდვის ფასის და გამოშვების წელის მითითებით; 2012 წლის 20 ოქტომბრიდან პირადი განცხადებით და ხელმძღვანელობის მხრიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა; 2012 წლის პირველი იანვრიდან დაფინანსებული ღონისძიებების ჩამონათვალი; - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა გარდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა, განმცხადებელს მიეცა განმარტება, რომ აუცილებელია პირის თანხმობა, რომელზეც ითხოვდა ინფორმაციას (გამოყენებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტები: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’);
1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ემიგრაციის მუზეუმისათვის გურამ შარაძის სახელის მინიჭების თაობაზე; - მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის 2012-2013 წლებში გაცემული სამივლინებო თანხების, მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობის 2013 წლის 1 იანვრიდან (თვეების მიხედვით) და 2012-2013 წლებში პრემიების თაობაზე; - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გარდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა, განმცხადებელს მიეცა განმარტება, რომ აუცილებელია პირის თანხმობა, რომელზეც ითხოვდა ინფორმაციას (გამოყენებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტები: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’);
1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების კონტრაქტით გათვალისწინებული სახელფასო პირობებიs (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) თაობაზე; რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დეკანის თანამდებობრივი სარგოების შესახებ - 2012-2013 წლების მდგომარეობით; - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
5 განაცხადით მოთხოვნილ იქნა სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაცია - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულ მონაცემებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების შესახებ წარმოგიდგენთ ცხრილის სახით:
| საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნათა საერთო რაოდენობა | დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა | არდაკმაყოფილებული მოთხოვნების რაოდენობა ( ინფორმაციის გაცემის შესახებ უფლებამოსილი პირის თანხმობის არარსებობის გამო ) | უარის თქმის საფუძვლები (შესაბამისი საკანონმდებლო აქტები) | გადაწყვეტილების მიმღები პირი (სახელი, გვარი, თანამდებობა) | გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მომჩივანი მხარის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობა |
| 54 | 49 | 5 | საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’
| ლიკა კილაძე, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის
| გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ დაკისრებია
|