სსიპ სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტის 2013 წლის ანგარიშის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ინფორმაციის 2013 წლის ანგარიშს გამოსაქვეყნებლად.
სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე რეგისტრირებულია 26 განაცხადი.
აღნიშნული 26 განაცხადიდან:
v 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია 2012 წლის პირველი იანვრიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელზე და მის მოადგილეებზე და თანამშრომლებზე (საერთო ოდენობა) დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ; მოქმედი საშტატო ნუსხა თითოეული პოზიციის თანამდებობრივი სარგოს მითითებით; 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში (ბალანსი); 2012 წლის 10 დეკემბერის ანგარიში წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის; 2012 წლის პირველი იანვრიდან შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკის, შესყიდვის ფასისა და გამოშვების წლის მითითებით; 2012 წლის 20 ოქტომბრიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე განთავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ; 2012 წლის 20 ოქტომბრიდან ხელმძღვანელის მიერ განთავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ; 2012 წლის 20 ოქტომბრიდან დაფინანსებული ღონისძიებების ჩამონათვალი გახარჯული თანხების ოდენობის მითითებით. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
v 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სსუ-ში 2010, 2011 წლებში მიღებული შემოსავლების ოდენობის და წყაროების შესახებ; 2010, 2011 წლებში ხარჯთაღრიცხვის შესახებ; 2010, 2011 წლებში განხორციელებული პროექტების (საგანმანათლებლო, კულტურული, სოციალური, ინფრასტრუქტურული) შესახებ და თითოეულ პროექტზე დახარჯული თანხის შესახებ. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
v 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ 2010, 2011 წლებში განხორციელებული პროექტების ჩამონათვალის და უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან მათზე დახარჯული თანხის შესახებ. მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
v 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია 2009-2012 წლების ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტიდან კონკრეტულად სსუ-ის სასარგებლოდ თანხის გამოყოფის ოდენობის და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტების წარმოდგენის შესახებ. მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
v 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით სსუ-ის მაღალი თანამდებობის პირების - რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეებისათვის ყოველთვიური გასამრჯელოსათვის, მივლინებებისა და პრემიებისათვის გამოყოფილი ფინანსების საერთო რაოდენობის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენის შესახებ. მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
v 2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სსუ-ში 2010-2011 წლებში, 2012-2013 წლებში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მივლინების ხარჯთაღრიცხვის და მოკლე აღწერის (მივლინებულთა ვინაობა, დანიშნულების ადგილი და ღონისძიების ტიპი) თაობაზე. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
v 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სსუ-ის ბაკალავრიატის სტუდენტთა (ფაკულტეტებისა და სემესტრების მიხედვით) რაოდენობის შესახებ. მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
v 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია 2012 წელს შტატიან და შტატგარეშე პერსონალზე (ცალ-ცალკე) გაცემული თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შესახებ; 2012 წელს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალზე (ცალ-ცალკე) გაცემული თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შესახებ. მოთხოვნები დაკმაყოფილდა.
v 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სსუ-ის 2012 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის შესახებ. მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
v 2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სსუ-ში 2012 წელს და 2013 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე მიღებული შემოსავლების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ. მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
v 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია 2012 და 2013 წლებში სსუ-ის მიერ საგამოცდო ცენტრისათვის გამოყოფილი თანხების (პერსონალის ხელფასებზე, ინფრასტრუქტურაზე გამოყოფილი თანხები და სხვა) შესახებ. მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
v 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სსუ-ში 2012 წელს სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში, იმიტირებულ პროცესებში და სხვა სახის პროგრამებში გაწეული ხარჯის, თვითოეულ პროგრამაზე დახარჯული თანხისა და ბენეფიციართა ვინაობის შესახებ. მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
v 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სსუ-ში ფაკულტეტების მიხედვით სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის თანამდებობივი სარგოს ოდენობის შესახებ. მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
v 2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სსუ-ში ასისტენტი, ასოცირებული და სრული პროფესორების კონტრაქტით გათვალისწინებული სახელფასო პირობების (დამატებითი ბონუსები და პრემიები, ან ნებისმიერი სახის ფინანსური დანამატი) შესახებ; სსუ-ში დასაქმებული ადმინისტრაციის თანამშრომელთა კონტრაქტით გათვალისწინებული სახელფასო პირობების (დამატებითი ბონუსები და პრემიები, ან ნებისმიერი სახის ფინანსური დანამატი) შესახებ; რექტორისათვის კონტრაქტით გათვალისწინებული სახელფასო განაკვეთის (დამატებითი ბონუსები და პრემიები, ან ნებისმიერი სახის ფინანსური დანამატი) შესახებ. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
v 2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სსუ-ის ხობის რაიონში 2013 წელს მიმიდინარე არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ხარჯთაღრიცხვის, გათხრებში მონაწილე სტუდენტების რაოდენობის შესახებ და ფინანსური დოკუმენტაცია დახარჯული თანხების ოდენობაზე. მოთხოვნები დაკმაყოფილდა, გარდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის მოთხოვნისა (გამოყენებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტები: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’.).
v 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია 2012-2013 წლებში სსუ-ის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების ანგარიშების შესახებ (პირს მიეთითა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტი SPA.gov.ge) (გამოყენებულ იქნა საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვები შესახებ’’).
v 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია 2013 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვისა და შესაბამისი საფინანსო დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობის თაობაზე. მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
v 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სსუ-ში აკადემიური პერსონალის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ყველა კონკურსანტობის კანდიდატის მონაცემების უნივერსიტეტის ვებ-საიტზე გამოქვეყნების თაობაზე. მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა პერსონალური და პროფესიულ საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების შემცველი ინფორმაციის მოთხოვნის გამო, განმცხადებელს მიეცა განმარტება, რომ რაზეც ითხოვდა ინფორმაციას აუცილებელია პირის თანხმობა. (გამოყენებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტები: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’).
v 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სსუ-ში აკადემიური პერსონალის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ კონკურსში მონაწილე ყველა კონკურსანტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიწოდების თაობაზე. მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა პერსონალური და პროფესიულ საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების შემცველი ინფორმაციის მოთხოვნის გამო, განმცხადებელს მიეცა განმარტება, რომ აუცილებელია პირის თანხმობა, რომელზეც ითხოვდა ინფორმაციას (გამოყენებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტები: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’).
v 3 განაცხადით მოთხოვნილ იქნა სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაცია. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნათა საერთო რაოდენობა - 26
· დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა - 23
ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა - 1 ( პერსონალური მონაცემების შემცველობის გამო).
მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის რაოდენობა -2 ( პერსონალური და პროფესიულ საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების შემცველობის გამო).
გადაწყვეტილების მიმღები პირი (სახელი,გვარი, თანამდებობა) - სოფიო გვარამია, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი იურიდიული სამსახურის უფროსი.
სსუ-ს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი,
იურიდიული სამსახურის უფროსი სოფიო გვარამია