სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ინფორმაციის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს იპ – ივანეჯავახიშვილისსახელობისთბილისისსახელმწიფოუნივერსიტეტის
საჯარო ინფორმაციის 201 5 წლის ანგარიში
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში(ტექსტში შემდგომ – ,,თსუ’’), 2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე რეგისტრირებულია 71განაცხადი, მათ შორის ელექტრონული რესურსის მეშვეობით დარეგისტრირდა 18 განაცხადი.
აღნიშნული 71 განაცხადიდან:
ü 2განაცხადი განხილვის პროცესშია;
ü 6 განაცხადით მოთხოვნილ იქნა სხვადასხვა შინაარსის თსუ-ს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
ü 14 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაციები თსუ-ს სტუდენტების რაოდენობის თაობაზე - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
ü 6 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაციები თსუ-ში სხვადასხვა წლებში კურსდამთავრებულთა, ჩარიცხულთა, გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტთა სიების თაობაზე - ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
ü 2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაციათსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის პედაგოგთა საათობრივი დატვირთვის თაობაზე; თსუ-ს ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის სრული წლიური დატვირთვის (საბაკალავრო,სამაგისტრო) თაობაზე–ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
ü 6 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წარდგინებით განხორციელებული სტუდენტური ღონისძიებების ხარჯების (ღონისძიების დასახელების, თითოეული ღონისძიების ჩატარებისთვის გამოყოფილი თანხისა და ღონისძიების ჩატარების თარიღების მითითებით) თაობაზე– ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
ü 3 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ წლებში ფუნქციონირებდა თსუ-ს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და აღნიშნული ფაკულტეტის მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე (სპეციალობა ,,სამართალმცოდნე'') დაიშვა თუ არა რომელიმე კურსდამთავრებული სამართლის (მათ შორის საერთაშორისო სამართლის) სამაგისტრო პროგრამაზე– ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
ü 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია 2014-2015 წლებში თსუ-ს რექტორსა და მის მოადგილეებზე (ცალ-ცალკე) თვეების მიხედვით დარიცხული პრემიებისა და სახელფასო დანამატების თაობაზე, ასევე სამართლებრივი აქტები; 2014-2015 წლებში თანამშრომლებზე (საერთო ოდენობა) დარიცხული პრემია და სახელფასო დანამატი თვეების მიხედვით; 2014-2015 წლებში (ცალ-ცალკე) წარმომადგენლობითი ხარჯები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების სია; 2014-2015 წლებში (ცალ-ცალკე)რექტორისა და მისი მოადგილეების სამივლინებო ხარჯები; 2014-2015 წლებში (ცალ-ცალკე) გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების სია, შესყიდული სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სია, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობით ახალი და იმავე ან გაუმჯობესებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდა; 2014-2015 წლის აუდიტორული შემოწმების აქტები; 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში; მოქმედი საშტატო ნუსხა; 2014-2015 წლებში გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა მიზეზების მითითებით; 2014-2015 წლებში (ცალ-ცალკე) სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდით მიღებული შემოსავლების ოდენობა; 2014-2015 წლებში (ცალ-ცალკე) სამეცნიერო კვლევით საქმიანობაზე, სტუდენტური თვითმმართველობის, საბიბლიოთეკო და არასაბიბლიოთეკო ფონდებისთვის (წიგნების შესყიდვაზე) დაფინანსების თაობაზე; 2014-2015 წლებში (ცალ-ცალკე) სტუდენტების სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის სტატისტიკა- ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
ü 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია თსუ-ს უძრავი ქონების გადაცემის შესახებ- მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
ü 8 განაცხადით მოთხოვნილ იქნა შემდეგი ინფორმაციები:თსუ-ში საშტატო ერთეულების მიხედვით 2015 წლის აპრილის თვეში (სააღდგომო) გაცემული სახელფასო დანამატების და პრემიის ოდენობის თაობაზე; თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა, ადმინისტრაციისა და სხვა პერსონალის 2012-2015 წლების სამივლინებო ხარჯების, პრემიების და დანამატების თაობაზე; თსუ-ს პროფესორის და თსუ-ს ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის ყოველთვიური შემოსავლის, დისერტაციის, CV-ის, კონკრეტული პროექტების ღირებულების შესახებ, მათი კონკრეტულ კომისიურ შემადგენლობაში მონაწილეობისთვის ანაზღაურების თაობაზე; თსუ-ში დასაქმებული კონკრეტული პირის ყოველთვიური შემოსავლის თაობაზე; თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2012-2013 წლებში ჩატარებულ კონკურსებში მონაწილე კონკურსანტების – თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის: ასოცირებული პროფესორების საკონკურსო დოკუმენტაცია – კონკურსანტის ანკეტები, კონკურსანტის შეფასების ფორმები და სამეცნიერო კვლევების კონცეფცია; თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამდივნოში, 2013-2014, 2014-2015 წლებში დოქტორანტების მიერ წარდგენილი ცნობების ასლები, რაც ადასტურებს მათი სტატიების გამოქვეყნებას სამართლის ჟურნალში; თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის მიმართულების ბაკალავრი და მაგისტრი სტუდენტების სასწავლო საგნების და საბოლოო გამოცდების შედეგების თაობაზე. –ყველა მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ინფორმაციები პრემიების და დანამატების თაობაზე გაიცა დაჯგუფებული სახით. ინფორმაციები გაიცა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. ინფორმაციები ყოველთვიური შემოსავლის თაობაზე გაიცა თსუ-ს საშტატო განრიგის საფუძველზე განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს მიხედვით. განმცხადებლებს ეთხოვა წარმოედგინა იმ პირის/პირების თანხმობა, რომელზეც ითხოვდა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას. განმცხადებლებს მიეცათ განმარტება, რომ აუცილებელია იმ პირის/პირებისწერილობითი ფორმით გაცემული ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა, რომელზეც ითხოვდნენ ინფორმაციას (გამოყენებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტები: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.)
ü 2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა შემდეგი ინფორმაციები:თსუ-ში დასაქმებული კონკრეტული პირის მობილური ტელეფონის ნომრის თაობაზე; თსუ-ს მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლის მიერ მესამე პირის მიმართ შედგენილი საინფორმაციო ბარათის თაობაზე– განმცხადებლებს ეთხოვა წარმოედგინა იმ პირის თანხმობა, რომელზეც ითხოვდა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას. განმცხადებლებს მიეცათ განმარტება, რომ აუცილებელია იმ პირებისწერილობითი ფორმით გაცემული ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა, რომელზეც ითხოვდნენ ინფორმაციას (გამოყენებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტები: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.)
ü 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა თედო (თედორე) ბეგიაშვილის შესახებ თსუ-ში არსებული ინფორმაცია – მოთხოვნა დაკმაყოფილდა:
ü 1 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ბოლო 2 წლის მანძილზე თსუ-ში განხორციელებული ცვლილებების/რეფორმების თაობაზე – მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
ü 2 განაცხადით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2006-2009-2012წლებში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკუსების საკონკურსო კომისიის შემადგენლობების თაობაზე- ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
ü 3 განაცხადით მოთხოვნილ იქნა თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტზე დასაქმებული აკადემიური პერსონალისა (სამაგისტრო, საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების მიხედვით) და დამხმარე პერსონალის სია– ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ü 11 განაცხადით მოთხოვნილ იქნა სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაცია – ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულ მონაცემებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების შესახებ, წარმოგიდგენთ ცხრილის სახით:
| საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნათა საერთო რაოდენობა | მიმდინარე | დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა | ნაწილობრივ და არ დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა ( ინფორმაციის გაცემის შესახებ უფლებამოსილი პირის თანხმობის არარსებობის გამო ) | უარის თქმის საფუძვლები (შესაბამისი საკანონმდებლო აქტები) | გადაწყვეტილების მიმღები პირი (სახელი,გვარი, თანამდებობა) | გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მომჩივანი მხარის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობა |
| 71 | 2 | 59 | 8 (მათ შორის 2 არ დაკმაყოფილდა) | საქართველოს კონსტიტუცია,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’
| ლიკა კილაძე, საჯაროინფორმაციისხელმისაწვდომობისუზრუნველყოფასა | საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილი არ ყოფილა. გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ დაკისრებია.
|
აღნიშნული 71 განაცხადიდან, 2 განაცხადი განხილვის პროცესშია,დაკმაყოფილდა 59 , ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 8 და არ დაკმაყოფილდა 2 განაცხადი –ინფორმაციის გაცემის შესახებ უფლებამოსილი პირის თანხმობის არარსებობის გამო.